მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პირველად მსოფლიოში: მამაკაცი მაიმუნის ყვავილით, აივ-ით და COVID-19-ით ერთდროულად დაავადდა

© AP Photo / Valentina Petrova
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
გამოწერა
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. მეცნიერებმა კორონავირუსით, მაიმუნის ყვავილითა და აივ-ინფექციით ერთდროულად დაავადების პირველი შემთხვევა დააფიქსირეს, იტყობინება სამედიცინო სპეციალიზებული ჟურნალი Journal of Infection.
გავრცელებული ინფორმაციით, ივნისში 36 წლის იტალიელი მამაკაცი ესპანეთში იმყოფებოდა ხუთი დღით. შინ დაბრუნების შემდეგ მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა: მამაკაცმა იგრძნო მომატებული დაღლილობა, ტემპერატურამ 39°-მდე აუწია, ასტკივდა ყელი და თავი. სამი დღის შემდეგ მან ტესტი ჩააბარა COVID-19-ზე და დადებითი შედეგი მიიღო.
იმავე დღეს მამაკაცს გამონაყარი გაუჩნდა მარცხენა მკლავზე. წყლულოვანი წარმონაქმნები სწრაფად გავრცელდა მთელ სხეულზე, რის შემდეგაც მამაკაცმა სასწრაფო დახმარების სამსახური გამოიძახა. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ქალაქ კატანიას საავადმყოფოს ინფექციური დაავადებების განყოფილებაში. ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ მას, კოვიდის გარდა, აივ-ინფექცია და მაიმუნის ყვავილიც ჰქონდა.
როგორც გაირკვა, პაციენტს ესპანეთში მამაკაცებთან დაუცველი სექსი ჰქონდა.

„ეს შემთხვევა მიუთითებს იმაზე, რომ სქესობრივი კავშირი შეიძლება იყოს ინფექციის გადაცემის უპირატესი გზა. ამიტომ მაიმუნის ყვავილის დიაგნოსტიკის შემდეგ რეკომენდებულია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების სრული სკრინინგი", — ნათქვამია კვლევაში.

ამასთან პაციენტმა ექიმებს აცნობა, რომ 2019 წელს ის სიფილისზე მკურნალობდა, ამ მომენტისთვის კი ბიპოლარული აშლილობა აქვს და შესაბამის მედიკამენტებს იღებს.
ამჟამად მამაკაცი უკვე გაწერილია საავადმყოფოდან – სამივე დაავადებაზე შესაბამისი მკურნალობის შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0