სისხლში ლეიკოციტების დეფიციტის ოთხი ნიშანი: საფრთხეები და ნორმა

© photo: Sputnik / Evgeniy Odinokov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
გამოწერა
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ჩვენი იმუნური სისტემა ორგანიზმის მთავარი დამცველია სხვადასხვა ინფექციებისგან, ლეიკოციტები კი მისი განუყოფელი ნაწილია. ეს არის სისხლის უჯრედები, რომლებიც იმის მიხედვით წარმოიქმნება, თუ რომელი „მტრისგან“ უნდა დაიცვას თავი ორგანიზმმა, აცხადებს ექიმი ტომი მიტჩელი.
მისი განმარტებით, მაგალითად, ნეიტროფილები ბაქტერიულ ინფექციებს ებრძვიან, ლიმფოციტები — ვირუსებს, მონოციტები ბაქტერიებს ანადგურებენ, ხოლო და ეოზინოფილები — პარაზიტებს.
ლეიკოციტები ძვლის ტვინში წარმოიქმნება და სისხლნაკადში ცირკულირებს, სანამ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის არ გახდება საჭირო. როდესაც „შეტევა“ იწყება, სისხლის თეთრი უჯრედები საჭირო ადგილზე ინაცვლებენ და ქიმიური ნივთიერებების გამოყოფას იწყებენ, რომლებიც მიკრობებს ხოცავს.
როდესაც ლეიკოციტების რაოდენობა ანომალიური ხდება, ისინი კონტროლიდან გამოდიან და უკვე ზიანს აყენებენ ორგანიზმს — შეიძლება მოხდეს მუტაციები, რაც ლეიკოზური უჯრედების წარმოქმნას გამოიწვევს.
ტომი მიტჩელმა ოთხი ძირითადი ნიშანი დაასახელა, რომლებიც შეიძლება ლეიკოციტების დაბალ დონეზე მეტყველებდეს.

მუდმივი დაღლილობა

ეს არის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი, რომელსაც ხშირად უგულებელვყოფთ. არადა მუდმივი დაღლილობა შესაძლოა ორგანიზმში სხვადასხვა ცვლილებებზე, მათ შორის, სისხლში ლეიკოციტების ნაკლებობაზე მეტყველებდეს.
„როდესაც ორგანიზმში საკმარისი ლეიკოციტები არ არის, ის უფრო მგრძნობიარე ხდება დაავადების მიმართ. დაღლილობა გამოწვეულია იმით, რომ ორგანიზმს არ შეუძლია ეფექტური იმუნური პასუხი გამოიმუშავოს. გარდა ამისა, ის ასევე შეიძლება იყოს ძირითადი დაავადების ნიშანი, რომელიც ეს-ესაა ყალიბდება“, — ამბობს ექიმი.

ხშირი ინფექციური დაავადებები

თუ აღმოაჩენთ, რომ ბოლო პერიოდში ხშირად გემართებად ინფექციური დაავადებები, ეს უნდა ჩათვალოთ როგორც განგაშის ზარი.
საქმე ისაა, რომ ინფექციებს ყველაზე ხშირად ბაქტერიები, ვირუსები და სოკოები იწვევს. ორგანიზმის იმუნური სისტემა, რომლის ნაწილიცაა ლეიკოციტები, ებრძვის ამ „დამპყრობლებს“. და თუ სისხლის თეთრი უჯრედები არასაკმარისია, ორგანიზმს მათთან ბრძოლა უჭირს. შესაბამისად, ადამიანი ბევრად მგრძნობიარე ხდება ინფექციების მიმართ, ანუ ხშირად ავადდება. ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

დალურჯებები სხეულზე

სილურჯეები სხეულზე წვრილი სისხლძარღვების დაზიანების შედეგად ჩნდება. გამომდინარე იქიდან, რომ ლეიკოციტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ სისხლძარღვების აღდგენაში, მისმა დეფიციტმა შეიძლება სისხლჩაქცევების გაძლიერება გამოიწვიოს.
ამიტომ თუ შენიშნავთ, რომ სხეულზე ჩალურჯებები უფრო ხშირად გიჩნდებათ, ვიდრე მანამდე, მაშინვე ექიმთან უნდა წახვიდეთ — ეს შესაძლოა ლეიკოციტების დაბალი დონის შედეგი იყოს.

სისხლდენის გაძლიერება

ლეიკოციტების ძალიან დაბალი დონის დროს ჭრილობიდან სისხლდენის შეჩერება რთულდება, ვინაიდან სწორედ ეს თეთრი უჯრედები ეხმარება სისხლს შედედებაში. სწორედ ამიტომ მცირე განაკაწრიდან წამოსული სისხლის შეჩერებაც კი შეიძლება ძალიან პრობლემატური გახდეს.
სისხლდენის გაძლიერება შესაძლოა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებდეს, ამიტომ აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტი.

რა არის ლეიკოპენია?

ექიმი მიტჩელი განმარტავს, რომ სისხლში ლეოკოციტების კატასტროფულად დაბალი დონე ლეიკოპენიას იწვევს, რაც ორგანიზმს ინფექციებით დაავადების გაზრდილ რისკებს უქმნის.
ჯანმრთელ ადამიანს მიკროლიტრ სისხლზე 4.000-დან 11.000-მდე ლეიკოციტი უნდა ჰქონდეს. 4.000-ზე ნაკლები რაოდენობა უკვე ლეიკოპენიაა. მისი სიმპტომები შეიძლება იყოს: დაღლილობა, ქოშინი და ინფიცირების მაღალი რისკი. თუმცა ზოგ შემთხვევაში დაავადება არანაირ სიმპტომს არ ავლენს.
თუ ლეიკოციტების დონე დიდი ხნის განმავლობაში რჩება დაბალ დონეზე, შესაძლოა საქმე გვქონდეს ქრონიკული ანთების კერებთან. ესენია:
აბსცესი;
ქრონიკული მიკრობული დაზიანება;
დუნე ინფექცია, რომლის დათრგუნვაზეც იმუნური სისტემა მუდმივად ხარჯავს რესურსებს;
სისტემური ანთებები და სტრესები, რა დროსაც კორტიზოლისა და სხვა ჰორმონების დიდი რაოდენობა გამოიყოფა;
ყველაზე საშიში ვარიანტი — იმუნოდეფიციტი, რომელიც სხვადასხვა გარე ფაქტორების ან შიდა პროცესების გამო წარმოიქმნება;
აგრანულოციტოზი — ლეიკოციტების რაოდენობის კრიტიკულად დაბალი დონე. ეს შეიძლება ზოგი პრეპარატის მიღებამ გამოიწვიოს. განსაკუთრებით ხშირად ასეთი რამ ხდება ნატრიუმის მეტამიზოლის (ანალგინი), იმუნოდეპრესანტების მიღების, ან ქიმიოთერაპიის ფონზე.

ლეიკოციტების ნორმალური დონე ასაკის მიხედვით

სამი დღის ახალშობილებში — ერთ მიკროლიტრ სისხლზე 7-დან 32*109 ერთეულამდე;
ერთ წელზე ნაკლებ ასაკში — 6-დან 17,5 x 109 ერთეული
ერთიდან ორ წლამდე — 6-დან 17 x 109 ერთეული
ორიდან ექვს წლამდე — 5-დან 15,5 x 109 ერთეულამდე
ექვსიდან 16 წლამდე — 4,5-დან 15,5 x 109 ერთეულამდე
16-დან 21 წლამდე — 4,5-დან 11 x 109 ერთეულამდე
ზრდასრულ მამაკაცებში — 4,2-დან 9 x 109 ერთეულამდე
ზრდასრულ ქალებში — 3,98-დან 10,4 x 109 ერთეულამდე
ხანდაზმულ მამაკაცებში — 3,9-დან 8,5 x 109 ერთეულამდე
ხანდაზმულ ქალებში — 3,7-დან 9 x 109 ერთეულამდე
წყარო: Eatthis
ყველა ახალი ამბავი
0