წყალმომარაგება ერთი დღით შეწყდება: GWP მთაწმინდის მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / StringerGWP სამუშაოებს ასრულებს
GWP სამუშაოებს ასრულებს - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგება ხვალ, 26 აგვისტოს 10:00 საათიდან 27 აგვისტოს 10:00 საათამდე შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ს ცნობით, კომპანია ხვალ მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენის ქსელზე სამუშაოებს ჩაატარებს, აღნიშნულთან დაკავშირებით კი აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.
მთაწმინდის რაიონში წყლის მიწოდება შეეზღუდება კონკრეტულ ქუჩებს:
მთაწმინდის რაიონში – მელიქიშვილის გამზირს, როდენის, ღამბაშიძის, ბოცვაძის, ხორავას, ლაპიაშვილის, ჭიაურელის, ნიკოლაძის, შიო მღვიმელის და შარაშიძის ქუჩებს; კოსტავას, მედეა (მზია) ჯუღელის, ტატიშვილის, თარხნიშვილის, ჯანაშიას და შანიძის ქუჩების ნაწილს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 24-საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
ყველა ახალი ამბავი
0