დიდი ოდენობით გადასახადის განზრახ თავის არიდებისთვის ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
გამოწერა
დაკავებულს სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებული მის ფაქტობრივ მართვაში არსებული კომპანიის მეშვეობით საგადასახადო კანონმდებლობას სისტემატურად არღვევდა და შემოსავლების არასწორ დეკლარირებას ახორციელებდა.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1.051.446 ლარის გადახდას.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლით (გადასახადისთვის თავის არიდება), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0