„ფორმულის“ ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
გამოწერა
მამაკაცმა ჟურნალისტს მიკროფონი პირდაპირ ეთერში წაართვა, შემდეგ კი გადამღებ ჯგუფს დანით დაემუქრა.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველებმა ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის“ გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დაკავების კადრები სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა.
ინციდენტი 24 აგვისტოს თბილისში მოხდა, როდესაც ჟურნალისტ რატი წვერავას მეტროს სადგურ „დელისთან“ ახლოს პირდაპირი ჩართვა ჰქონდა. უცნობმა მამაკაცმა მას მიკროფონი პირდაპირ ეთერში წაართვა და გადამღებ ჯგუფს დანით დაემუქრა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0