https://sputnik-georgia.com/20220825/fifam-reitingi-ganaaxla-269771079.html
ფიფამ რეიტინგი განაახლა - როგორია საქართველოს ნაკრების პოზიცია
ფიფამ რეიტინგი განაახლა - როგორია საქართველოს ნაკრების პოზიცია
Sputnik საქართველო
ფიფას რეიტინგს კვლავ ბრაზილია ლიდერობს, მეორე და მესამე ადგილს კი, შესაბამისად, ბელგია და არგენტინა იკავებენ. 25.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-25T19:21+0400
2022-08-25T19:21+0400
2022-08-25T22:21+0400
სპორტი
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262007265_0:84:1625:998_1920x0_80_0_0_e0b089d8a2a0a5a896ad04706a34c6fb.jpg
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) ეროვნული გუნდების რეიტინგი განაახლა – საქართველოს ნაკრები კი კვლავ 82-ე პოზიციას იკავებს.საქართველოს ნაკრებს, რომელსაც ივნისის შემდეგ არ უთამაშია, 1.296 ქულა აქვს. ფიფამ რეიტინგი ივნისის შემდეგ პირველად განაახლა. ცვლილებები ცხრილის ზედა ნაწილშიც არ მომხდარა. ერთადერთი ცვლილება ირანს უკავშირდება, რომელიც 22-ე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო მაროკოს ნაკრები 23-ე პოზიციაზე გადავიდა.რაც შეეხება რეიტინგის პირველ სამეულს, იქ კვლავ ბრაზილია, ბელგია და არგენტინა ლიდერობენ.ფიფას რეიტინგის ათეულიუმნიშვნელოდ შეიცვალა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველოს ნაკრების მეტოქეთა პოზიციებიც. საუკეთესო შედეგი ჩრდილოეთ მაკედონიას აქვს, რომელიც 1.375 ქულით 64-ე ადგილზეა. 74-ე პოზიციას იკავებს ბულგარეთი (1.325), ხოლო ერთი ადგილით დაწინაურდა გიბრალტარი, რომელიც 856 ქულით 200 გუნდში შევიდა.საქართველოს ნაკრებს ფიფას რეიტინგში დაწინაურების შანსი სექტემბრის მატჩების შემდეგ ექნება. 23 სექტემბერს საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, სამი დღის შემდეგ კი სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262007265_93:0:1533:1080_1920x0_80_0_0_a65a5b012d16960456041a4c39cb8e06.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები
ფიფამ რეიტინგი განაახლა - როგორია საქართველოს ნაკრების პოზიცია
19:21 25.08.2022 (განახლებულია: 22:21 25.08.2022) ფიფას რეიტინგს კვლავ ბრაზილია ლიდერობს, მეორე და მესამე ადგილს კი, შესაბამისად, ბელგია და არგენტინა იკავებენ.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) ეროვნული გუნდების რეიტინგი განაახლა – საქართველოს ნაკრები კი კვლავ 82-ე პოზიციას იკავებს.
საქართველოს ნაკრებს, რომელსაც ივნისის შემდეგ არ უთამაშია, 1.296 ქულა აქვს. ფიფამ რეიტინგი ივნისის შემდეგ პირველად განაახლა. ცვლილებები ცხრილის ზედა ნაწილშიც არ მომხდარა. ერთადერთი ცვლილება ირანს უკავშირდება, რომელიც 22-ე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო მაროკოს ნაკრები 23-ე პოზიციაზე გადავიდა.
რაც შეეხება რეიტინგის პირველ სამეულს, იქ კვლავ ბრაზილია, ბელგია და არგენტინა ლიდერობენ.
უმნიშვნელოდ შეიცვალა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველოს ნაკრების მეტოქეთა პოზიციებიც. საუკეთესო შედეგი ჩრდილოეთ მაკედონიას აქვს, რომელიც 1.375 ქულით 64-ე ადგილზეა. 74-ე პოზიციას იკავებს ბულგარეთი (1.325), ხოლო ერთი ადგილით დაწინაურდა გიბრალტარი, რომელიც 856 ქულით 200 გუნდში შევიდა.
საქართველოს ნაკრებს ფიფას რეიტინგში დაწინაურების შანსი სექტემბრის მატჩების შემდეგ ექნება. 23 სექტემბერს საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, სამი დღის შემდეგ კი სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება.