„არაჩვეულებრივი უქმეები“ - რას წერს გურიაში ჩატარებულ „ველოდღეებზე“ ბრიტანეთის ელჩი

© photo: Sputnikველოსიპედისტი
ველოსიპედისტი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
გამოწერა
მარკ კლეიტონი გურიაში ჩატარებულ „ველოდღეებს“ სოციალურ ქსელში ეხმაურება და ოზურგეთის მერიას მადლობას უხდის.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. გურიაში ჩატარებულ „ველოდღეებში“ საქართველოში ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი მონაწილეობდა. ამის შესახებ აღნიშნულია სოციალურ ქსელში დიპლომატის მიერ გავრცელებულ პოსტში.
„არაჩვეულებრივი უქმეები გავატარე ულამაზეს გურიაში, სადაც „კავკასიის ველოქსელისა“ და ოზურგეთის მერიის მიერ ორგანიზებულ „ველოდღეებში“ მივიღე მონაწილეობა. მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას მასპინძლობისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ამ ულამაზეს რეგიონში ტურიზმის პოპულარიზაციისთვის”, – დაწერა მარკ კლეიტონმა Twitter-ის გვერდზე.
ველოტური გურიაში „კავკასიის ველოქსელისა“ (Caucasus Cycling Network) და ველოსპორტის მოყვარულების ერთობლივი ინიციატივით 19–21 აგვისტოს გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0