https://sputnik-georgia.com/20220825/borjomis-municipalitetsi-xanzris-kerebis-umravlesoba-likvidirebulia-sss-269773261.html
შსს: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის კერების უმეტესობა ლიკვიდირებულია
შსს: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის კერების უმეტესობა ლიკვიდირებულია
Sputnik საქართველო
ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა კვლავ ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს.
2022-08-25T19:04+0400
2022-08-25T19:04+0400
2022-08-25T22:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/19/269771384_26:268:1620:1165_1920x0_80_0_0_d767156accdd64f6346586c6324f09c6.jpg
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის კერების უმეტესობა ამ დროისათვის ლიკვიდირებულია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ცეცხლი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვაბისხევის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. კლდოვანი და მიუწვდომელი რელიეფი ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს ძალები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკა.დღეს ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში დილიდან ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი. სამუშაოებში ჩართულია რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელიც.სამინისტროს ინფორმაციით, რთულად მისადგომ რელიეფზე რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები, რისი საშუალებითაც ცეცხლის კერები მუშავდება.უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ ტარდება ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიება, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე.მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისა, ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არცერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/19/269771384_389:287:1560:1165_1920x0_80_0_0_2f9c019926625bb9722dc970059705da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შსს ბორჯომი მუნიციპალიტეტი ხანძრის კერები უმეტესობა ლიკვიდირება
შსს ბორჯომი მუნიციპალიტეტი ხანძრის კერები უმეტესობა ლიკვიდირება
შსს: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის კერების უმეტესობა ლიკვიდირებულია
19:04 25.08.2022 (განახლებულია: 22:18 25.08.2022) ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა კვლავ ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის კერების უმეტესობა ამ დროისათვის ლიკვიდირებულია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცეცხლი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვაბისხევის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. კლდოვანი და მიუწვდომელი რელიეფი ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს ძალები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკა.
უწყების ცნობით, ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა კვლავ ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს.
დღეს ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში დილიდან ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი. სამუშაოებში ჩართულია რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელიც.
სამინისტროს ინფორმაციით, რთულად მისადგომ რელიეფზე რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები, რისი საშუალებითაც ცეცხლის კერები მუშავდება.
უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ ტარდება ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიება, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე.
მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისა, ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არცერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა.