https://sputnik-georgia.com/20220825/archi-sikvdils-gadaarchines-269760371.html
„გზაში ვიყავი, დამირეკეს, ბავშვის ოთახში ხანძარიაო“ - როგორ გადაარჩინეს არჩი სიკვდილს
„გზაში ვიყავი, დამირეკეს, ბავშვის ოთახში ხანძარიაო“ - როგორ გადაარჩინეს არჩი სიკვდილს
Sputnik საქართველო
მეგან მარკლმა ახლახან ერთ-ერთ პოდკასტში სამეფო ოჯახის საშინელი საიდუმლო გასცა, რომელსაც წლების განმავლობაში მალავდა. მეგანმა პირველი ეპიზოდი ჩაწერა... 25.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-25T15:11+0400
2022-08-25T15:11+0400
2022-08-25T20:36+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
დიდი ბრიტანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1b/252439135_0:134:1901:1203_1920x0_80_0_0_24cdeaa4e48b5401d018fcf4681522a4.jpg
მეგან მარკლმა ახლახან ერთ-ერთ პოდკასტში სამეფო ოჯახის საშინელი საიდუმლო გასცა, რომელსაც წლების განმავლობაში მალავდა. მეგანმა პირველი ეპიზოდი ჩაწერა სახელწოდებით „არქეტიპები“, რომლის სტუმარიც მისი მეგობარი იყო. საუბრისას პრინც ჰარის მეუღლემ ერთი ამბავი გაიხსენა.2019 წლის სექტემბერში მეგანი, ჰარი და იმ დროისთვის 4 თვის არჩი ათი დღით აფრიკაში სამოგზაუროდ წავიდნენ. დაბინავდნენ, არჩი ძიძას დაუტოვეს და მაშინვე ქალაქ ნიანგაში გაემართნენ, სადაც მეგანი სიტყვით უნდა გამოსულიყო. ამ დროს მათი პირმშო კინაღამ ხანძრის შედეგად დაიღუპა. არჩის ძიძა ლორენი უვლიდა. როცა ბავშვმა დაიძინა, ქალმა ვახშმობა გადაწყვიტა. ბიჭუნა რომ მარტო არ დაეტოვებინა, ქვედა სართულზე, თავისთან ახლოს ჩაიყვანა. ამ დროს ბავშვის ოთახში გამათბობელ სისტემას ცეცხლი გაუჩნდა.„სახლში დეტექტორი არ იყო. როცა სუნი იგრძნეს, ოთახი უკვე იწვოდა, იმ დროს ჩვენს შვილს უნდა სძინებოდა იქ“, – გაიხსენა მეგანმა.მისი თქმით, შოკირებულმა იმგზავრა, ვერ იჯერებდა, რომ მის ერთადერთ შვილს ასეთი საფრთხე ემუქრებოდა. ამბავი პრესას დაუმალეს, რადგან, მეგანის თქმით, აჟიოტაჟის ატეხვას აზრი არ ჰქონდა, მათი ტურნე ახალი დაწყებული იყო და ვერ ჩაშლიდნენ. არც ამ თემაზე საუბრის ძალა შესწევდა. საბედნიეროდ, ეს ამბავი წარსულში დარჩა.
https://sputnik-georgia.com/20220711/megan-markli-princi-hari-268400211.html
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1b/252439135_0:94:1639:1324_1920x0_80_0_0_c8f658c26244cb902e6a2f4b9479eb56.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, დიდი ბრიტანეთი
საზოგადოება, დიდი ბრიტანეთი
მეგან მარკლმა ახლახან ერთ-ერთ პოდკასტში სამეფო ოჯახის საშინელი საიდუმლო გასცა, რომელსაც წლების განმავლობაში მალავდა. მეგანმა პირველი ეპიზოდი ჩაწერა სახელწოდებით „არქეტიპები“, რომლის სტუმარიც მისი მეგობარი იყო. საუბრისას პრინც ჰარის მეუღლემ ერთი ამბავი გაიხსენა.
2019 წლის სექტემბერში მეგანი, ჰარი და იმ დროისთვის 4 თვის არჩი ათი დღით აფრიკაში სამოგზაუროდ წავიდნენ. დაბინავდნენ, არჩი ძიძას დაუტოვეს და მაშინვე ქალაქ ნიანგაში გაემართნენ, სადაც მეგანი სიტყვით უნდა გამოსულიყო. ამ დროს მათი პირმშო კინაღამ ხანძრის შედეგად დაიღუპა. არჩის ძიძა ლორენი უვლიდა. როცა ბავშვმა დაიძინა, ქალმა ვახშმობა გადაწყვიტა. ბიჭუნა რომ მარტო არ დაეტოვებინა, ქვედა სართულზე, თავისთან ახლოს ჩაიყვანა. ამ დროს ბავშვის ოთახში გამათბობელ სისტემას ცეცხლი გაუჩნდა.
„სახლში დეტექტორი არ იყო. როცა სუნი იგრძნეს, ოთახი უკვე იწვოდა, იმ დროს ჩვენს შვილს უნდა სძინებოდა იქ“, – გაიხსენა მეგანმა.
„ჯერ კიდევ გზაში ვიყავი, ვიღაცამ დამირეკა, ბავშვის ოთახში ხანძარი მოხდაო. რა-მეთქი?! - გაოგნებული ჩავეკითხე და გამიმეორეს, ბავშვის ოთახი დაიწვაო“, – იხსენებს მარკლი.
მისი თქმით, შოკირებულმა იმგზავრა, ვერ იჯერებდა, რომ მის ერთადერთ შვილს ასეთი საფრთხე ემუქრებოდა. ამბავი პრესას დაუმალეს, რადგან, მეგანის თქმით, აჟიოტაჟის ატეხვას აზრი არ ჰქონდა, მათი ტურნე ახალი დაწყებული იყო და ვერ ჩაშლიდნენ. არც ამ თემაზე საუბრის ძალა შესწევდა. საბედნიეროდ, ეს ამბავი წარსულში დარჩა.