მოსაზრება: SCO-ს ქვეყნები უზბეკეთში მსოფლიო წესრიგის მომავალზე მსჯელობენ

© press-service of the Ministry of Defence of Russia / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
გამოწერა
SCO-ს წევრი რვა ქვეყნის, ოთხი დამკვირვებელი სახელმწიფოს და ექვსი პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები 3,6 მილიარდი ადამიანის ინტერესებს წარმოადგენენ. ეს დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარია. დღეს ისინი ტაშკენტში დიდწილად განსაზღვრავენ მსოფლიო წესრიგის მომავალს, მათ შორის, კოლექტიური დასავლეთის – აშშ-ისა და ნატოს როლსა და ადგილს.
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში 24 აგვისტოს SCO-ს ქვეყნებისა და დამკვირვებელი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. მონაწილეობენ ინდოეთის, ყაზახეთის, ჩინეთის, ყირგიზეთის, პაკისტანის, რუსეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ბელარუსის სამხედრო დელეგაციები. იხილება სამხედრო სფეროში თანამშრომლობის, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის, აშშ-ის მცდელობები – რუსეთისა და ჩინეთის საზღვრებთან დესტაბილიზაციის გზით ევროპასა და აზიაში საქმეების არევა, კონკურენტების დასუსტება ამერიკული განსაკუთრებულობის გამო.
SCO-ს სამხედრო დელეგაციებმა 2022-2023 წლებში თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში საფრთხეების განეიტრალების გზებზე ისაუბრეს. საერთაშორისო ტერორისტული ფორმირებების გააქტიურების ფონზე SCO-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო წვრთნების „მშვიდობიანი მისიის“ მნიშვნელობას.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა კოლეგებს შეახსენა, რომ „მშვიდობიანი მისია-2023“ რუსეთის ტერიტორიაზე გაიმართება, შემოდგომაზე კი CSTO-ს მანევრების სერია ჩატარდება ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში.
იმართება ასევე ორმხრივი შეხვედრები. ბელარუსისა და ინდოეთის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა განიხილეს თავდაცვის მინისტრებმა ვიქტორ ხრენინმა და რაჯნათხ სინგჰმა.
23 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა ტელეფონით სექტემბრისთვის სამარყანდში დაგეგმილი SCO-ს სამიტის საკითხზე ისაუბრეს.
მანამდე კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა პარტნიორებს შეახსენა, რომ აშშ-ის სამხედრო წვრთნები რეგიონში „ამერიკელებს სჭირდებათ სამხედრო მოქმედებების პოტენციური თეატრის შესასწავლად, პერსპექტიული სამიზნეების კოორდინატების დასაზუსტებლად და მაღალი სიზუსტის იარაღისთვის ციფრული რუკების დასაკორექტირებლად“.

რუსეთის პოზიციები

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სხდომაზე ახალი მსოფლიო ცენტრის სახით SCO-ს მზარდ როლზე მიუთითა. სწორედ ამიტომ არის საჭირო თანამშრომლობის გაღრმავება სამხედრო სფეროში.
რუსეთი მიესალმება ნებისმიერ საერთაშორისო ინიციატივას ავღანეთის საკითხის მოსაგვარებლად და ამავდროულად დგამს ნაბიჯებს ცენტრალური აზიის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ავღანეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით, რუსეთი აძლიერებს ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში თავისი ბაზების საბრძოლო მზადყოფნას. ივნისში მოსკოვში ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და რუსეთის თავდაცვის უწყებების პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიეძღვნა ავღანეთის მიმართულებით ოპერატიულ ვითარებას. შოიგუს განცხადებით, ასეთ შეხვედრებზე SCO-ს მოედანზეც იქნება მოთხოვნილება.
რუსეთი გამოდის SCO-ს საბრძოლო პოტენციალის გაზრდის, სამხედრო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით. მომზადებულია SCO-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის სამინისტროებს შორის ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის შესახებ შეთანხმების პროექტი. შოიგუ კოალიციური უსაფრთხოების პრობლემების განსახილველად დეკემბერში SCO-ს, დსთ-ის და სხვა მეგობარი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ერთობლივი შეხვედრის გამართვის წინადადებით გამოვიდა.
დასავლეთი ვაშინგტონის თაოსნობით უარს ამბობს ურთიერთუსაფრთხოების სისტემაზე, იგნორირებას უკეთებს რუსეთის პრინციპულ პოზიციას აღმოსავლეთისკენ ნატოს გაფართოებაზე უარის და რუსეთის საზღვრების მახლობლად ალიანსის დამრტყმელი შეიარაღების განთავსებაზე უარის შესახებ.
ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად შეირჩა უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც პენტაგონის 30 ლაბორატორიაში ფარულად იქმნებოდა ბიოლოგიური იარაღის კომპონენტები. მსგავსი ქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის SCO-ს ქვეყნებს. დასავლეთის საბოლოო მიზანი რუსეთის იზოლაცია და დასუსტებაა, უკრაინა კი სახარჯი მასალაა. რუსეთი მადლობელია SCO-ს ქვეყნებისა პრინციპული პოზიციისთვის და მხარდაჭერისთვის.
აშშ-ის გლობალური ჰეგემონობის განსამტკიცებლად დასავლეთში ცდილობენ უსაფრთხოების არსებული სისტემის გაპობას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშიც. SCO-ს სივრცის სამხრეთ ფლანგზე არსებობს რთული სახელმწიფოთშორისი უთანხმოების კომპლექსი, ყალიბდება დაძაბულობის კერები.
ჩინეთის შესაკავებლად იქმნება QUAD-ის და AUKUS-ის სამხედრო პოლიტიკური ბლოკები, რეგიონის ქვეყნებს ითრევენ ნატოსთან თანამშრომლობაში. მიზანმიმართულად მწვავდება ტაივანის პრობლემა და სხვ. რეგიონული უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, ყველა სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით, ASEAN-ის მონაწილეობით და სხვა მრავალმხრივი მექანიზმით.
შოიგუმ ტაშკენტში ხაზგასმით აღნიშნა: „SCO-ს ქვეყნების დამოუკიდებელი კურსი რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ამოცანების გადაჭრაში – მთელი მსოფლიოსთვის მაგალითია“. SCO-ს წევრები არიან: რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი. ოთხ ქვეყანას – ბელარუსს, ავღანეთს, ირანსა და მონღოლეთს დამკვირვებლის სტატუსი აქვთ. ექვს ქვეყანას – აზერბაიჯანს, სომხეთს, კამბოჯას, ნეპალს, თურქეთსა და შრი-ლანკას – პარტნიორის სტატუსი. 2021 წელს დაიწყო ორგანიზაციაში ირანის მიღების პროცედურა. ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს პეკინში.
შეხვედრის შედეგები საფუძვლად დაედება ორგანიზაციის შემდგომ განვითარებას, პასუხისმგებლობის ზონაში სტაბილურობის განმტკიცებას. სექტემბერში ეს კონსტრუქციული პროცესი სამარყანდში გაგრძელდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0