https://sputnik-georgia.com/20220824/xanzari-borjomsi-269725079.html
ბორჯომში ხანძარს მეხუთე დღეა უწყვეტ რეჟიმში ებრძვიან
ბორჯომში ხანძარს მეხუთე დღეა უწყვეტ რეჟიმში ებრძვიან
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის სხვადასხვა სამუშაოში ჩართულია დაახლოებით 1.200 ადამიანი. 24.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-24T10:19+0400
2022-08-24T10:19+0400
2022-08-25T14:53+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/17/269695639_0:158:3077:1889_1920x0_80_0_0_d1835919aeb2f8f04016965ceb37b133.jpg
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მეხანძრე-მაშველები ხანძარს მეხუთე დღეა უწყვეტ რეჟიმში ებრძვიან.ცეცხლი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვაბისხევის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. კლდოვანი და მიუწვდომელი რელიეფი ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს.ჯერ კიდევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. მდგომარეობას რთული რელიეფი, მაღალი ტემპერატურა და ქარი ართულებს.შსს-ს ინფორმაციით, ხანძრის ქრობის ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი. სამივე სექტორზე აქტიური სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება. ინტენსიურად კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით.ამ დროისათვის სხვადასხვა სამუშაოში ჩართულია დაახლოებით 1.200 ადამიანი. ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობს 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. ცეცხლის ქრობის პროცესში კვლავ ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით ხდება ხანძრის მონიტორინგი.ადგილზე მოქმედებს ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/17/269695639_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_68844a5ee9e58b55dbcdb1e980f64cfa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
ბორჯომში ხანძარს მეხუთე დღეა უწყვეტ რეჟიმში ებრძვიან
10:19 24.08.2022 (განახლებულია: 14:53 25.08.2022) ამ დროისათვის სხვადასხვა სამუშაოში ჩართულია დაახლოებით 1.200 ადამიანი.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მეხანძრე-მაშველები ხანძარს მეხუთე დღეა უწყვეტ რეჟიმში ებრძვიან.
ცეცხლი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვაბისხევის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. კლდოვანი და მიუწვდომელი რელიეფი ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს.
ჯერ კიდევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. მდგომარეობას რთული რელიეფი, მაღალი ტემპერატურა და ქარი ართულებს.
შსს-ს ინფორმაციით, ხანძრის ქრობის ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი. სამივე სექტორზე აქტიური სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება. ინტენსიურად კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით.
ამ დროისათვის სხვადასხვა სამუშაოში ჩართულია დაახლოებით 1.200 ადამიანი. ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობს 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. ცეცხლის ქრობის პროცესში კვლავ ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით ხდება ხანძრის მონიტორინგი.
ადგილზე მოქმედებს ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ.