https://sputnik-georgia.com/20220824/widaoba-saqartvelos-nakrebis-semadgenloba-269741972.html
ჭიდაობა: ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის
ჭიდაობა: ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები როგორც თავისუფალ, ასევე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სრული შემადგენლობით წარდგება. 24.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-24T19:04+0400
2022-08-24T19:04+0400
2022-08-24T22:55+0400
სპორტი
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260194468_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_675f477a93f6eea924e034b008eef65c.jpg
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ცნობილი გახდა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წინასწარი განაცხადი.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები როგორც თავისუფალი, ასევე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში სრული გუნდით წარდგება. თუმცა, უახლოეს დღეებში შესაძლოა განაცხადში მცირე ცვლილებები მაინც მოხდეს.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:თავისუფალი ჭიდაობაბერძნულ-რომაული ჭიდაობასერბეთის დედაქალაქში მსოფლიო ჩემპიონატი 10-18 სექტემბერს გაიმართება.აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატს გასულ წელს ნორვეგიის დედაქალაქმა ოსლომ უმასპინძლა და იქ საქართველოს ნაკრებმა 8 მედალი (2 ვერცხლი, 6 ბრინჯაო) მოიპოვა.თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ფინალში დამარცხდა პეტრიაშვილი, ბრინჯაოს მედლები კი იაკობიშვილმა და ნიკა კენჭაძემ (79კგ) მოიპოვეს. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვერცხლი ლერი აბულაძემ დაისაკუთრა, ბრინჯაო კი ნუგზარ წურწუმიას, რამაზ ზოიძეს (67კგ), ლაშა გობაძესა (87კგ) და იაკობ ქაჯაიას ერგოთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260194468_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_5b4b2ac838483047716d05b82e9fadda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები
ჭიდაობა: ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის
19:04 24.08.2022 (განახლებულია: 22:55 24.08.2022) საქართველოს ნაკრები როგორც თავისუფალ, ასევე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სრული შემადგენლობით წარდგება.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ცნობილი გახდა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წინასწარი განაცხადი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები როგორც თავისუფალი, ასევე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში სრული გუნდით წარდგება. თუმცა, უახლოეს დღეებში შესაძლოა განაცხადში მცირე ცვლილებები მაინც მოხდეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ბექა ბუჯიაშვილი (57კგ), თეიმურაზ ვანიშვილი (61კგ), ბექა ლომთაძე (65კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70კგ), გიორგი სულავა (74კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (79კგ), ტარზან მაისურაძე (86კგ), მირიან მაისურაძე (92კგ), გივი მაჭარაშვილი (97კგ), გენო პეტრიაშვილი (125კგ).
ნუგზარ წურწუმია (55კგ), ფრიდონ აბულაძე (60კგ), ლერი აბულაძე (63კგ), ჯონი ხეცურიანი (67კგ), შმაგი ბოლქვაძე (72კგ), იური ლომაძე (77კგ), გელა ბოლქვაძე (82კგ), რობერტ კობლიაშვილი (87კგ), გიორგი მელია (97კგ), იაკობ ქაჯაია (130კგ).
სერბეთის დედაქალაქში მსოფლიო ჩემპიონატი 10-18 სექტემბერს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატს გასულ წელს ნორვეგიის დედაქალაქმა ოსლომ უმასპინძლა და იქ საქართველოს ნაკრებმა 8 მედალი (2 ვერცხლი, 6 ბრინჯაო) მოიპოვა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ფინალში დამარცხდა პეტრიაშვილი, ბრინჯაოს მედლები კი იაკობიშვილმა და ნიკა კენჭაძემ (79კგ) მოიპოვეს. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვერცხლი ლერი აბულაძემ დაისაკუთრა, ბრინჯაო კი ნუგზარ წურწუმიას, რამაზ ზოიძეს (67კგ), ლაშა გობაძესა (87კგ) და იაკობ ქაჯაიას ერგოთ.