შოიგუ: სამხედრო მანევრები „მშვიდობიანი მისია“ რუსეთის ტერიტორიაზე გაიმართება

© Ministry of Defence of Russia / გადასვლა მედიაბანკშისერგეი შოიგუ
სერგეი შოიგუ - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2022
გამოწერა
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) ქვეყნების ერთობლივი ანტიტერორისტული წვრთნები „მშვიდობიანი მისია-2023“ რუსეთის ტერიტორიაზე გაიმართება, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.

„ჩვენ მნიშვნელოვან როლს ვანიჭებთ ჯარების მომზადებას... მომავალ წელს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩვენ SCO-ს ქვეყნების ერთობლივ სამხედრო ანტიტერორისტულ სამეთაურო-საშტაბო წვრთნას „მშვიდობიანი მისია 2023“-ს გავმართავთ“, — თქვა შოიგუმ SCO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე.

გარდა ამისა, მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) ხაზით დაგეგმილია მანევრების სერია, რომელიც ჩატარდება ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში.
წყარო: „რია ნოვოსტი“
ყველა ახალი ამბავი
0