როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ენა დაიწვით: რამდენიმე ხერხი ექსპერტებისგან

© Pexels / Jefferson Palomiqueგოგონა გამოყოფილი ენით
გოგონა გამოყოფილი ენით - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2022
გამოწერა
არსებობს ენის დამწვრობის ორი ტიპი — თერმული და ქიმიური. აქედან პირველს ძალიან ცხელი სასმელი ან საკვები იწვევს, მეორეს — რაიმე ქიმიური ნივთიერება, რომელიც შესაძლოა შეცდომით (ან განზრახ) მოხვდეს ენაზე, მაგალითად, ძმრის მჟავა ან ძმრის ესენცია, ნიშადურის სპირტი, წყალბადის ზეჟანგი („პერეკისი“), რომლებიც სარეცხ საშუალებებში შედის.
ექიმების თქმით, ენის დამწვრობისას სამედიცინო დახმარება ყოველთვის არ არის საჭირო, ყველაფერი მის სიმძიმესა და მიზეზზეა დამოკიდებული.

თერმული დამწვრობის ხარისხები და სიმპტომები

პირველი ხარისხი — ზიანდება ენისა და პირის ქსოვილის მხოლოდ ზედა ფენა, ჩნდება სიწითლე და შეშუპება, ადამიანს დაზიანებული ადგილი ეწვის და აწუხებს;
მეორე ხარისხი — დამწვარ ადგილზე ჩნდება ბუშტუკები და ჩნდება სერიოზული ტკივილი;
მესამე ხარისხი — ზიანდება ენის ღრმა ქსოვილები, რასაც მისი დაბუჟება და ძალიან ძლიერი ტკივილი მოსდევს.
აღსანიშნავია, რომ გემოვნების კვირტები დამწვრობის ხარისხის მიუხედავად ზიანდება. ამიტომ ადამიანმა შეიძლება საკვების გემო ვეღარ იგრძნოს.

ქიმიური დამწვრობის სიმპტომები

ენაზე, სასაზე, ყელში, მკერდსა და მუცელში წვის შეგრძნება;
ქერქის წარმოქმნა ლორწოვან გარსზე — ჩნდება მჟავებით დამწვრობის დროს;
პირის ღრუს ქსოვილების შეშუპება და ერთგვარი გამყიფება — ასე ტუტეებით დამწვრობისას ხდება;
პირღებინება და დიარეა — ზოგჯერ სისხლის გამოყოლებით;
გაძნელებული სუნთქვა;
თავის ტკივილი;
გონების დაკარგვა;
არტერიული წნევის ვარდნა;
გულის რიტმის დარღვევა.
გახსოვდეთ: თუ დაშავებულს სასწრაფოდ არ გაეწევა ექიმის დახმარება, შესაძლოა ის ღვიძლისა და თირკმელების დაზიანების გამო დაიღუპოს!
ასეთ დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თვითმკურნალობა, დაუშვებელია ქიმიკატების თვითნებურად განეიტრალების მცდელობა — ძალით გამოწვეულმა ღებინებამ შეიძლება უფრო გააუარესოს პაციენტის მდგომარეობა.
სხვათა შორის, ექიმის დახმარებაა საჭირო მეორე ან მესამე ხარისხის თერმული დამწვრობის დროსაც. თვითმკურნალობა ასეთ შემთხვევებშიც დაუშვებელია.

რით შეგიძლიათ დაიამოთ მსუბუქი დამწვრობა

პორტალ Healthline-ს ექსპერტების თქმით, თუ ენის დამწვრობა პირველი ხარისხისაა:
დალიეთ ან რამდენიმე წუთის განმავლობაში ივლეთ პირში ცივი წყალი;
გაწოვეთ ყინულის ნატეხი ან მიირთვით ნაყინი;
გახსენით ⅛ ჩაის კოვზი მარილი ერთ ჭიქა წყალში და გამოივლეთ პირში;
მიიღეთ მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი — ისეთი, რომელიც ურეცეპტოდ გაიცემა აფთიაქებში;
დაიყარეთ ენაზე შაქარი ან წაისვით თაფლი — ეს ტკივილს შეგიმცირებთ.
ყველა ახალი ამბავი
0