Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი საცხოვრებლად სოფელში გადადიან

© courtesy of duke and duchess of cambridgeპრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი შვილებთან ერთად
პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2022
გამოწერა
ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცი უილიამი მეუღლესთან და შვილებთან ერთად საცხოვრებელს იცვლის. კემბრიჯის ჰერცოგები ლონდონიდან ადელაიდის კოტეჯში გადადიან, რომელიც უინძორის სასახლის მახლობლად მდებარეობს. აღნიშნულის მიზეზად დასახელდა ბავშვები, რადგან უილიამსა და კეიტს სურთ, მათ შვილებს მშვიდი ცხოვრება ჰქონდეთ.
კეიტ მიდლტონი - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2022
ყვითელი ამბები
კეიტ მიდლტონი 2022 წლის ყველაზე მოდურ ქალად დასახელდა
საინტერესოა, რომ ადელაიდის კოტეჯს მასმედიაში მშვენიერ ისტორიულ სასახლეს უწოდებენ, რომელიც ძალიან მყუდროა. აქ არის სულ რაღაც ოთხი საძინებელი და ერთი სასადილო ოთახი.
წყვილმა უკვე იპოვა სკოლაც, სადაც მათი შვილები ისწავლიან. ცნობილი ხდება, რომ პრინცი ჯორჯი, შარლოტა და ლუი სწავლას „ლამბრუკის“ სკოლაში გააგრძელებენ.
ყველა ახალი ამბავი
0