პრესკონფერენცია: საქართველოს სოციალური ქსელები და ახალი მედია

© Pixabay / geraltსოციალური ქსელები სმარტფონზე
სოციალური ქსელები სმარტფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2022
გამოწერა
პრესკონფერენცია „საქართველოს სოციალური ქსელები და ახალი მედია“ გაიმართება „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ოთხშაბათს, 24 აგვისტოს, 13:00 საათზე.
ტელევიზია საქართველოს მედიასივრცეში დიდხანს ასრულებდა ვექტორულ როლს, მაგრამ მოთხოვნა მასზე თანდათანობით იკლებს. აუდიტორია სულ უფრო ხშირად იღებს ინფორმაციას სოციალური ქსელების მეშვეობით. ინფორმაციის სანდოობის გაზრდის პროგრამის შესახებ გამოკითხვის შედეგებით, რომელიც CRRC Georgia-მ ჩაატარა, ინფორმაციის მთავარ წყაროდ ტელევიზია დაასახელა რესპონდენტების 48%-მა, სოციალური ქსელები – 25%-მა, ხოლო ახლობლები და ოჯახის წევრები – 13%-მა.
ტელევიზორს კვირაში სულ მცირე ერთხელ უყურებს რესპონდენტების 85%. სოციალურ ქსელებს კვირაში ერთხელ მაინც სტუმრობს 71%, ონლაინ–მასმედიას – 56%, ბეჭდვითი მედია დაასახელა გამოკითხულთა მხოლოდ 8%-მა, ხოლო რადიო – 7%-მა.
სოციალური ქსელების რეიტინგში ლიდერობს „ფეისბუქი“ (გამოკითხულთა 67% კვირაში ერთხელ მაინც იყენებს), „იუთუბი“ (57%), „ინსტაგრამი“ (25%), „ტიკ-ტოკი“ (16%), „ტვიტერი“ (4%), „ოდნოკლასნიკი“ (4%), „ვკონტაკტე“ (3%).
რომელი სოციალური ქსელები განვითარდება საქართველოში, რა გავლენას ახდენს ისინი ინფორმაციის გამოყენებაზე, რამდენადაა მათში განვითარებული სარეკლამო ბიზნესი? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს უპასუხებს:
– ეკონომიკის დოქტორი, სოციალური ქსელებისა და ინტერნეტ-რესურსების მენეჯერ-კომუნიკატორი დავით ქარდავა.
პრესკონფერენცია გაიმართება „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.
აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com;
ტელ: +995555908977.
„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com.
ყველა ახალი ამბავი
0