https://sputnik-georgia.com/20220824/or-kompanias-avtorizebuli-ekonomikuri-operatoris-statusi-mieniwa-269741617.html
საქართველოში ორ კომპანიას ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი მიენიჭა
საქართველოში ორ კომპანიას ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი მიენიჭა
Sputnik საქართველო
ეს სტატუსი ბიზნეს-წრეებში საიმედო საქმიანი პარტნიორის წოდებას უზრუნველყოფს. 24.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-24T18:42+0400
2022-08-24T18:42+0400
2022-08-24T22:43+0400
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/18/269739065_0:0:1109:625_1920x0_80_0_0_c1643e22765aa22fc25c82e99f1c7589.jpg
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. საქართველოში რეგისტრირებულ ორ კომპანიას პირველად მიენიჭა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსი, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.ახალი სტატუსი კომპანიებს სთავაზობს გამარტივებულ და პრიორიტეტულ საბაჟო შესაძლებლობებს, ასევე უზრუნველყოფს საიმედო საქმიანი პარტნიორის წოდებას ბიზნეს-წრეებში.საუბარია კომპანიებზე: „ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია“ და შპს ,,ჰავი ლოჯისტიკსი“. AEO-ს სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები კომპანიების წარმომადგენლებს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ გადასცა.ამიერიდან ავტორიზაციის მფლობელის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერებისა და დოკუმენტური შემოწმების სიხშირე, ხოლო საბაჟო გაფორმების პროცედურები პრიორიტეტული წესით შესრულდება.უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველომ აიღო სამართლებრივი ვალდებულება, ეტაპობრივად მოახდინოს საბაჟო პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება.ამასთან, აღნიშნული რეგულაციები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს და ის საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/18/269739065_0:0:1109:833_1920x0_80_0_0_95d2ff2dae86ab56ed36af2ca9033161.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოში ორ კომპანიას ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი მიენიჭა
18:42 24.08.2022 (განახლებულია: 22:43 24.08.2022) ეს სტატუსი ბიზნეს-წრეებში საიმედო საქმიანი პარტნიორის წოდებას უზრუნველყოფს.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. საქართველოში რეგისტრირებულ ორ კომპანიას პირველად მიენიჭა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსი, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
ახალი სტატუსი კომპანიებს სთავაზობს გამარტივებულ და პრიორიტეტულ საბაჟო შესაძლებლობებს, ასევე უზრუნველყოფს საიმედო საქმიანი პარტნიორის წოდებას ბიზნეს-წრეებში.
საუბარია კომპანიებზე: „ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია“ და შპს ,,ჰავი ლოჯისტიკსი“. AEO-ს სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები კომპანიების წარმომადგენლებს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ გადასცა.
ამიერიდან ავტორიზაციის მფლობელის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერებისა და დოკუმენტური შემოწმების სიხშირე, ხოლო საბაჟო გაფორმების პროცედურები პრიორიტეტული წესით შესრულდება.
უწყებაში
აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველომ აიღო სამართლებრივი ვალდებულება, ეტაპობრივად მოახდინოს საბაჟო პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება.
ამასთან, აღნიშნული რეგულაციები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს და ის საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება.