https://sputnik-georgia.com/20220824/nasa-savi-xvrelis-audio-canaweri-269732320.html
NASA-მ შავი ხვრელის შემზარავი ხმების ჩანაწერი გამოაქვეყნა: მოუსმინეთ აუდიოს
NASA-მ შავი ხვრელის შემზარავი ხმების ჩანაწერი გამოაქვეყნა: მოუსმინეთ აუდიოს
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის სააგენტომ (NASA) თავის Twitter-აკაუნტზე იმ შავი ხვრელის ხმების აუდიოჩანაწერი... 24.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-24T13:40+0400
2022-08-24T13:40+0400
2023-08-03T17:38+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
nasa
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24489/94/244899407_352:0:3993:2048_1920x0_80_0_0_0c2364955fb1cdebc7b0976f70961ace.jpg
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის სააგენტომ (NASA) თავის Twitter-აკაუნტზე იმ შავი ხვრელის ხმების აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 200 მლნ სინათლის წლით დაშორებულ პერსევსის თანავარსკვლავედში მდებარეობს.როგორც NASA წერს, ეს „კოსმოსის ნამდვილი ხმაა“.როგორც სააგენტოში განმარტავენ, ჩანაწერში ეს ხმები გაძლიერებულია, რათა შავი ხვრელის მოსმენა შესაძლებელი იყოს.პერსევსის თანავარსკვლავედი არის გალაქტიკათა ჯგუფი, რომლის სიგანეც 11 მილიონი სინათლის წელია და რომელიც ცხელი გაზითაა დაფარული. გაზის ღრუბლებთან შავი ხვრელის სიახლოვის გამო ბგერის ტალღების რყევები გაზის ჭავლის სახით ჩნდება.2003 წელს NASA-ს რენტგენული ობსერვატორია „ჩანდრას“ ასტრონომთა ჯგუფმა ამ ჭავლის შესახებ ასტრონომიული მონაცემები შეაგროვა და ისინი ბგერებად გარდაქმნა. მაგრამ ადამიანის ყურმა ვერ დაიჭირა ეს ხმები. ამიტომ სპეციალისტებმა ბგერითი მონაცემები 57 და 58 ოქტავით გაზარდეს, რათა ადამიანებს მასიური შავი ხვრელის ხმები გაეგოთ.აღსანიშნავია, რომ NASA-ს ჩანაწერმა Twitter-ზე მწვავე დისკუსია გამოიწვია. კომენტარებში ბევრმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ შავი ხვრელის ხმები შემზარავად და შემაძრწუნებლად ჟღერს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24489/94/244899407_807:0:3538:2048_1920x0_80_0_0_25a46d686c2b1507f8aab3f2500398a8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, nasa
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, nasa
NASA-მ შავი ხვრელის შემზარავი ხმების ჩანაწერი გამოაქვეყნა: მოუსმინეთ აუდიოს
13:40 24.08.2022 (განახლებულია: 17:38 03.08.2023) თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის სააგენტომ (NASA) თავის Twitter-აკაუნტზე იმ შავი ხვრელის ხმების აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 200 მლნ სინათლის წლით დაშორებულ პერსევსის თანავარსკვლავედში მდებარეობს.
როგორც NASA წერს, ეს „კოსმოსის ნამდვილი ხმაა“.
„მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ კოსმოსში ხმები არ არის, იმის გამო ჩნდება, რომ კოსმოსის უმეტესი ნაწილი ვაკუუმია, რომელიც ბგერის ტალღებს გავრცელების საშუალებას არ აძლევს. მაგრამ გალაქტიკათა გროვაში იმდენად ბევრი გაზია, რომ ჩვენ კოსმოსის ნამდვილი ხმა დავიჭირეთ“, — აცხადებენ NASA-ში.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, ჩანაწერში ეს ხმები გაძლიერებულია, რათა შავი ხვრელის მოსმენა შესაძლებელი იყოს.
პერსევსის თანავარსკვლავედი არის გალაქტიკათა ჯგუფი, რომლის სიგანეც 11 მილიონი სინათლის წელია და რომელიც ცხელი გაზითაა დაფარული. გაზის ღრუბლებთან შავი ხვრელის სიახლოვის გამო ბგერის ტალღების რყევები გაზის ჭავლის სახით ჩნდება.
2003 წელს NASA-ს რენტგენული ობსერვატორია „ჩანდრას“ ასტრონომთა ჯგუფმა ამ ჭავლის შესახებ ასტრონომიული მონაცემები შეაგროვა და ისინი ბგერებად გარდაქმნა. მაგრამ ადამიანის ყურმა ვერ დაიჭირა ეს ხმები. ამიტომ სპეციალისტებმა ბგერითი მონაცემები 57 და 58 ოქტავით გაზარდეს, რათა ადამიანებს მასიური შავი ხვრელის ხმები გაეგოთ.
აღსანიშნავია, რომ NASA-ს ჩანაწერმა Twitter-ზე მწვავე დისკუსია გამოიწვია. კომენტარებში ბევრმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ შავი ხვრელის ხმები შემზარავად და შემაძრწუნებლად ჟღერს.