მეცხოველეობა საქართველოში: ახალი სტატისტიკა

გამოწერა
НовостиTelegram
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის მეორე კვარტალში მეცხოველეობის დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ მონაცემები გაავრცელა.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის II კვარტლის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობამ 1 მლნ შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით ნაკლებია. თხების და ცხვრების რაოდენობა შემცირდა 23%-ით, ღორების – 5,9%-ით, ფრინველების – 8,2%-ით.
რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ქვეყნიდან გავიდა 25,6 ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 0,3 ათასი ღორი, 27,3 ათასი სული თხა და ცხვარი, ასევე 3,4 მლნ შინაური ფრინველი.
აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში შემოვიდა 1,1 ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 23,3 ათასი ღორი, 6,2 ათასი სული თხა და ცხვარი და 1,2 მლნ ფრთა შინაური ფრინველი.
ყველა ახალი ამბავი
0