ქართველი კასკადიორის ბრწყინვალე შესრულება და ბრძოლა პრესტიჟული პრემიისთვის - ვიდეო

© courtesy of Lasha Mdzinarashviliქართველი მოცეკვავეები King's Man-ის გუნდთან ერთად
ქართველი მოცეკვავეები King's Man-ის გუნდთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2022
გამოწერა
ამერიკულ ფილმში ლაშამ ქართული ცეკვის თავბრუდამხვევი ელემენტები გამოიყენა.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ქართველი კასკადიორი, მოცეკვავე და ქორეოგრაფი ლაშა მძინარაშვილი ჰოლივუდში კატეგორიაში „ბრძოლის საუკეთესო სცენა“ (ფილმში King's Man) Taurus World Stunt Awards-ის პრესტიჟულ პრემიაზეა ნომინირებული.
საუბარია ფილმში King's Man ბრძოლის მთავარ სცენაზე, სადავ ლაშამ ქართული ცეკვის ელემენტები გამოიყენა. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
ლაშა მძინარაშვილი სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავეა. მძინარაშვილი ბრძოლის სცენას რამდენიმე თვის განმავლობაში დგამდა და პროექტში მუშაობდა კინოს ისეთ მსოფლიო ვარსკვლავებთან, როგორიც არიან რალფ ფაინსი, რის ივანსი, სტენლი ტუჩი, მეტიუ გუდი და ჩარლზ დენსი.
ლაშა მძინარაშვილის თქმით, რის ივანსის დუბლიორის პოზიციაზე, რომელმაც ერთ-ერთი მთავარი, გრიგორი რასპუტინის როლი შეასრულა, ის კლაუდია შიფერმა დაამტკიცა. ყოფილი სუპერმოდელი ფილმის რეჟისორის მეტიუ ვონის მეუღლეა და ფილმის კასტინგი მას ეკუთვნის.
ბრძოლის სცენის ყველა ელემენტი მან და „სუხიშვილების“ სოლისტმა ბაჩანა ჭანტურიამ დაზღვევის გარეშე შეასრულეს, რის შემდეგაც, როგორც ლაშამ აღიარა, კისრის მალების ტრავმა მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0