მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს მისიის მუდმივ ყოფნას მოითხოვს

© photo: Sputnik / Falin
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2022
გამოწერა
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ნებისმიერი მისია, რომელიც ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ეწვევა, დაუყოვნებლივ დააფიქსირებს უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევას, ამიტომ რუსეთი თავს არიდებს პასუხისმგებლობას, განაცხადა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში სერგეი კისლიცამ რუსეთის მოთხოვნით მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

„ცხადია, ნებისმიერი მისია, იქნება ეს IAEA თუ გაერო, სადგურზე ყოფნისას ბირთვული უსაფრთხოების ნორმებისა და მოთხოვნების უხეშ დარღვევას დააფიქსირებს. ამიტომ რუსეთი ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას. მაგრამ ეს მას არ გამოუვა“, — თქვა მან.

კისლიცას თქმით, უკრაინა მიესალმება IAEA-ს გენერალური დირექტორის მზადყოფნას, გაგზავნოს საერთაშორისო მისია ზაპოროჟიეს სადგურზე. დიპლომატს მიაჩნია, რომ „ეს ვიზიტი უნდა განხორციელდეს უკრაინის ეროვნული კანონმდებლობისა და მისი საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით“.
გარდა ამისა, უკრაინამ მოუწოდა IAEA-ს, განიხილოს აეს-ზე თავისი ექსპერტების მუდმივი ყოფნის საკითხი, სანამ უკრაინის კომპეტენტური ხელისუფლება ბირთვულ ობიექტზე სრულ კონტროლს არ დაიბრუნებს.
ზაპოროჟიეს სადგური, რომელიც დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს ქალაქ ენერგოდართან, არის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური ევროპაში ბლოკების რაოდენობით და დადგმული სიმძლავრის მიხედვით. სადგურზე ექვსი ენერგობლოკია. მას მიმდინარე წლის მარტიდან რუსი სამხედროები აკონტროლებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამას ბირთვული და რადიოაქტიური მასალების გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით აკეთებს.
ყველა ახალი ამბავი
0