Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბუნებრიობა ბევრად უფრო ლამაზია და ის ასაკობრივი ნაოჭიც...“ - ცისანა სეფიაშვილი

© Tsisana Sepiashviliცისანა სეფიაშვილი
ცისანა სეფიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2022
გამოწერა
მომღერალი ცისანა სეფიაშვილი თავის მოვლაზე და ამ მხრივ ზომიერების დაცვაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საკუთარ თავზე ყველანაირი ჩარევა გამოუცდია, თუმცა ზომიერებას იცავს.
ცისანა სეფიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2021
„მჯერა, რომ მოვა განუმეორებელი სიყვარული“ - ცისანა სეფიაშვილი მეორე ქმარს დაშორდა

„არაფერში მიყვარს გადაზედმეტება და სულ გული მწყდება, როცა ვხედავ, ჩემი ასაკისა და უფრო პატარებს ამდენი ბოტოქსი და ფილერი აქვთ გაკეთებული. ვფიქრობ, ან მეგობარი არ ჰყავთ, ან ახლობელი, რომელიც ეტყვის, რად გინდა ამდენიო. უშნოა ეს ყველაფერი. ბუნებრიობა ბევრად უფრო ლამაზია და ის ასაკობრივი ნაოჭიც. ასე რომ, ქალმა ზომიერად ყველაფერი უნდა გაიკეთოს, მაგრამ გადამეტების გარეშე“, – ამბობს მომღერალი ჟურნალ „თბილისელებთან“.

მისი თქმით, ასაკის მატებასთან ერთად საკუთარ თავს ბევრ ცვლილებას ამჩნევს, მაგრამ 19 წლის გოგოსავით რომ გამოიყურებოდეს, ცოტა სასაცილოც იქნებოდა, რადგან ყველაფერს თავისი დრო აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0