https://sputnik-georgia.com/20220824/brzola-internet-mekobreobastan-kinoindustria-269737830.html
საქართველოში ინტერნეტ-მეკობრეობას კინოინდუსტრიაში აქტიურად ებრძვიან
საქართველოში ინტერნეტ-მეკობრეობას კინოინდუსტრიაში აქტიურად ებრძვიან
Sputnik საქართველო
მოპარული კონტენტის ინტერნეტ-სივრცეში გავრცელება კანონით იკრძალება, აღნიშნავენ ორგანიზაციაში. 24.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-24T17:27+0400
2022-08-24T17:27+0400
2022-08-24T22:23+0400
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24173/54/241735487_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_cac7c3e5d0e485b1c04a4f3cb1a99cfc.jpg
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. კომუნიკაციების ეროვნული კომისია აქტიურად იბრძვის ინტერნეტის არალეგალური კონტენტისგან გათავისუფლებისთვის, რაც ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვას ემსახურება, ნათქვამია კომისიის განცხადებაში.კომუნიკაციების კომისიის მთავარი ამოცანაა ინტერნეტ-სივრცის არალეგალური კონტენტისგან გათავისუფლება იმგვარად, რომ არ შეილახოს მომხმარებლის ინტერესებიც. მეკობრეობასთან ბრძოლის ფარგლებში ბოლო დროს რამდენიმე კინო–ვებ-გვერდი დაიბლოკა, მათ შორის, Imovie.კომისიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მოპარული კონტენტის გავრცელება ინტერნეტ-სივრცეში კანონით არის აკრძალული. კერძოდ, კომუნიკაციების კომისია ორ წელიწადზე მეტია აქტიურად მუშაობს იმ ვებ-გვერდების წარმომადგენლებთან, რომლებიც მეკობრულ აუდიოვიზუალურ პროდუქციას ავრცელებენ.რაც შეეხება იმ ვებ-გვერდებს, რომლებმაც, მიუხედავად მოთხოვნისა, უკანონოდ მოპოვებული კონტენტი არ მოხსნეს თავიანთი პლატფორმიდან, კომისიამ უკვე მიმართა ინტერნეტ-მომსახურების პროვაიდერ კომპანიებს, რომლებიც, მოქმედი კანონმდებლობით, ვალდებული არიან შესაბამისი ზომები მიიღონ.„საზოგადოების ინტერესების დაცვის მიზნით კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტ-სივრცის არალეგალური კონტენტისგან გათავისუფლების პროცესში კომპანიებს მაქსიმალური ვადა მისცა, რათა თავისი საქმიანობა კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ“, – აღნიშნავს კომისია.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საავტორო უფლებების დარღვევით ინტერნეტ-სივრცეში აუდიოვიზუალური კონტენტის განთავსება სერიოზულ ფინანსურ ზიანს აყენებს კომპანიებს და კანონიერ მფლობელებს. ეს ასევე აზიანებს ქვეყნის იმიჯსა და რეპუტაციას.კომისიაში აღნიშნეს, რომ ამერიკული კინოსტუდიების მიერ 2019 წლის ნოემბერში გამოგზავნილ წერილში საუბარი იყო ორგანიზაციის როლზე და მიღწეულ შედეგებზე და დახმარებაზე ინტერნეტის არალეგალური კონტენტისგან გაწმენდაში.მათი თქმით, კომუნიკაციების კომისიას, „საქპატენტსა“ და ინტერნეტ-მეკობრეობის წინააღმდეგ შექმნილ ასოციაციას Motion Picture Association of America-მ მიმართა, რომელიც „დისნეის", „უორნერ ბრაზერსს", „უნივერსალ ფიქჩერსს", „სონის", „პარამაუნტ ფიქჩერსს" და "ნეტფლიქსს" აერთიანებს, და მადლობის პარალელურად საქართველოს ინტერნეტ-მეკობრეობის გამო გაფრთხილება მისცა.კინოსტუდიები იმედს გამოთქვამდნენ, რომ კომუნიკაციების კომისიის დახმარებით ინტერნეტ-სივრცე მალე გათავისუფლდებოდა არალეგალური, არაკანონიერი ფილმებისა და სერიალებისგან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24173/54/241735487_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_13090c0fa98bbb149af3e418f20453d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
საქართველოში ინტერნეტ-მეკობრეობას კინოინდუსტრიაში აქტიურად ებრძვიან
17:27 24.08.2022 (განახლებულია: 22:23 24.08.2022) მოპარული კონტენტის ინტერნეტ-სივრცეში გავრცელება კანონით იკრძალება, აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. კომუნიკაციების ეროვნული კომისია აქტიურად იბრძვის ინტერნეტის არალეგალური კონტენტისგან გათავისუფლებისთვის, რაც ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვას ემსახურება, ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
კომუნიკაციების კომისიის მთავარი ამოცანაა ინტერნეტ-სივრცის არალეგალური კონტენტისგან გათავისუფლება იმგვარად, რომ არ შეილახოს მომხმარებლის ინტერესებიც. მეკობრეობასთან ბრძოლის ფარგლებში ბოლო დროს რამდენიმე კინო–ვებ-გვერდი დაიბლოკა, მათ შორის, Imovie.
„კომუნიკაციების კომისიამ გასულ კვირაში ხანგრძლივი სამუშაო პროცესის გავლის შემდეგ კიდევ ერთხელ მიმართა იმ ვებ-გვერდებს, რომლებიც მოპარულ კონტენტს ავრცელებენ, რათა გაათავისუფლონ საკუთარი პლატფორმები არალეგალური კონტენტისგან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კომისიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მოპარული კონტენტის გავრცელება ინტერნეტ-სივრცეში კანონით არის აკრძალული. კერძოდ, კომუნიკაციების კომისია ორ წელიწადზე მეტია აქტიურად მუშაობს იმ ვებ-გვერდების წარმომადგენლებთან, რომლებიც მეკობრულ აუდიოვიზუალურ პროდუქციას ავრცელებენ.
რაც შეეხება იმ ვებ-გვერდებს, რომლებმაც, მიუხედავად მოთხოვნისა, უკანონოდ მოპოვებული კონტენტი არ მოხსნეს თავიანთი პლატფორმიდან, კომისიამ უკვე მიმართა ინტერნეტ-მომსახურების პროვაიდერ კომპანიებს, რომლებიც, მოქმედი კანონმდებლობით, ვალდებული არიან შესაბამისი ზომები მიიღონ.
„საზოგადოების ინტერესების დაცვის მიზნით კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტ-სივრცის არალეგალური კონტენტისგან გათავისუფლების პროცესში კომპანიებს მაქსიმალური ვადა მისცა, რათა თავისი საქმიანობა კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ“, – აღნიშნავს კომისია.
როგორც
განცხადებაშია ნათქვამი, საავტორო უფლებების დარღვევით ინტერნეტ-სივრცეში აუდიოვიზუალური კონტენტის განთავსება სერიოზულ ფინანსურ ზიანს აყენებს კომპანიებს და კანონიერ მფლობელებს. ეს ასევე აზიანებს ქვეყნის იმიჯსა და რეპუტაციას.
კომისიაში აღნიშნეს, რომ ამერიკული კინოსტუდიების მიერ 2019 წლის ნოემბერში გამოგზავნილ წერილში საუბარი იყო ორგანიზაციის როლზე და მიღწეულ შედეგებზე და დახმარებაზე ინტერნეტის არალეგალური კონტენტისგან გაწმენდაში.
მათი თქმით, კომუნიკაციების კომისიას, „საქპატენტსა“ და ინტერნეტ-მეკობრეობის წინააღმდეგ შექმნილ ასოციაციას Motion Picture Association of America-მ მიმართა, რომელიც „დისნეის", „უორნერ ბრაზერსს", „უნივერსალ ფიქჩერსს", „სონის", „პარამაუნტ ფიქჩერსს" და "ნეტფლიქსს" აერთიანებს, და მადლობის პარალელურად საქართველოს ინტერნეტ-მეკობრეობის გამო გაფრთხილება მისცა.
„მაშინ ამერიკული კინოსტუდიები შეშფოთებას გამოთქვამდნენ საქართველოში არსებულ საიტებზე არალეგალური ფილმების ჩვენების გამო და პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში ქვეყანას სანქციების შესახებ აფრთხილებდნენ, რაც კინო და ტელე მსოფლიო პრემიერების დაგვიანებით ან, რიგ შემთხვევაში, მათი სრულიად გაუქმებით იქნებოდა გამოხატული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კინოსტუდიები იმედს გამოთქვამდნენ, რომ კომუნიკაციების კომისიის დახმარებით ინტერნეტ-სივრცე მალე გათავისუფლდებოდა არალეგალური, არაკანონიერი ფილმებისა და სერიალებისგან.