https://sputnik-georgia.com/20220824/bangkokidan-frenebi-tbilisisken-ganaxldeba-269730753.html
ბანგკოკიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერული ფრენები კვლავ განახლდება
ბანგკოკიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერული ფრენები კვლავ განახლდება
Sputnik საქართველო
პირდაპირი რეისები ბანგკოკი–თბილისი–ბანგკოკის მიმართულებით საწყის ეტაპზე კვირაში ორი სიხშირით განხორციელდება. 24.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-24T14:18+0400
2022-08-24T14:18+0400
2022-08-24T21:04+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ტაილანდი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23781/80/237818076_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_2874eb20d2bb0fda85bf7314e690e9fa.jpg
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ტაილანდური ავიაკომპანია Thai AirAsia X ბანგკოკიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს განაახლებს.ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ რეისებს 2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ასრულებდა.როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც სამოქალაქო ავიაციის, ასევე ტურიზმის სექტორებში.ქვრივიშვილის განცხადებით, ამით გაგრძელდება ტურისტული ბაზრების დივერსიფიცირება, რაც დადებითად აისახება საქართველოში როგორც ტურიზმის, ასევე სამოქალაქო ავიაციის სექტორების უფრო სწრაფ აღდგენაზე.სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენების განაცხადის თანახმად, პირდაპირი რეისები ბანგკოკი–თბილისი–ბანგკოკის საჰაერო ხაზზე საწყის ეტაპზე 8–29 ოქტომბერს კვირაში ორი სიხშირით განხორციელდება. ფრენები გაგრძელდება ზამთარშიც.საქართველოს მოქალაქეებისთვის ტაილანდში შესვლის გამარტივებული რეჟიმი 2019 წლის აპრილიდან ამოქმედდა. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ტაილანდში ტურისტული მიზნით ჩადიან, შესაძლებლობა აქვთ ვიზა იქ ჩასვლის შემდეგ მიიღონ (Visa on Arrival). საქართველოს მოქალაქეებს ტაილანდში ტურისტული მიზნით ყოფნა 15 დღის განმავლობაში შეუძლიათ.
საქართველო
ტაილანდი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23781/80/237818076_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_3aa8aff2ed4aea04d65ef84f204ee15a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ტაილანდი
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ტაილანდი
ბანგკოკიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერული ფრენები კვლავ განახლდება
14:18 24.08.2022 (განახლებულია: 21:04 24.08.2022) პირდაპირი რეისები ბანგკოკი–თბილისი–ბანგკოკის მიმართულებით საწყის ეტაპზე კვირაში ორი სიხშირით განხორციელდება.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ტაილანდური ავიაკომპანია Thai AirAsia X ბანგკოკიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს განაახლებს.
ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ რეისებს 2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ასრულებდა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც სამოქალაქო ავიაციის, ასევე ტურიზმის სექტორებში.
„სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია ერთ-ერთი სამიზნე ბაზარია ჩვენი ტურისტული სექტორისთვის. აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვიყვანოთ ავიაკომპანიები აზიის ამ და სხვა რეგიონებიდან. ეს ხელს შეუწყობს აზიის ქვეყნებიდან მხარჯველუნარიანი ტურისტების საქართველოში მოგზაურობას“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ქვრივიშვილის განცხადებით, ამით გაგრძელდება ტურისტული ბაზრების დივერსიფიცირება, რაც დადებითად აისახება საქართველოში როგორც ტურიზმის, ასევე სამოქალაქო ავიაციის სექტორების უფრო სწრაფ აღდგენაზე.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენების განაცხადის თანახმად, პირდაპირი რეისები ბანგკოკი–თბილისი–ბანგკოკის საჰაერო ხაზზე საწყის ეტაპზე 8–29 ოქტომბერს კვირაში ორი სიხშირით განხორციელდება. ფრენები გაგრძელდება ზამთარშიც.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ტაილანდში შესვლის გამარტივებული რეჟიმი 2019 წლის აპრილიდან ამოქმედდა. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ტაილანდში ტურისტული მიზნით ჩადიან, შესაძლებლობა აქვთ ვიზა იქ ჩასვლის შემდეგ მიიღონ (Visa on Arrival). საქართველოს მოქალაქეებს ტაილანდში ტურისტული მიზნით ყოფნა 15 დღის განმავლობაში შეუძლიათ.