თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი, მეიდანი
თბილისი, მეიდანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 24 აგვისტოს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, უზნაძის, აბაშიძის და ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, გმირ კურსანტთა, ბოჭორიშვილის და ონის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის და რჩეულიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), არბოს, ქვიშხეთის და ვარდისუბნის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0