Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სტეფანია მღებრიშვილის უცნაური ვარცხნილობა - სტეფანე ვიდეოს აქვეყნებს

© courtesy of Stephane Mgebrishviliსტეფანე მღებრიშვილი
სტეფანე მღებრიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
გამოწერა
მაია დარსმელიძესა და სტეფანე მღებრიშვილს ერთი ქალიშვილი – სტეფანია ჰყავთ. გოგონას სახელი წლების წინ მომღერალმა თეონა კონტრიძემ შეურჩია.
მაია და სტეფანე საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და ხმაურიანი წყვილი აღმოჩნდა. მათი ერთად ყოფნა მუდმივად კამათს და სკანდალებს უკავშირდებოდა. მიუხედავად ამისა, წყვილს ერთი საერთო შვილი, ულამაზესი სტეფანია გაუჩნდა. სტეფანე მზრუნველი მამა აღმოჩნდა. როგორც ყოფილი წყვილის საერთო მეგობრები ამბობენ, რეპეტიციებს ტოვებდა, რათა სახლში რამდენიმე საათით დაბრუნებულიყო და სტეფანიასთან ეთამაშა.
მამა-შვილს განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს. სხვათა შორის, სტეფანე იხსენებს, რომ სტეფანიას პირველი წარმოთქმული სიტყვა სწორედ „მამა“ იყო. ამიტომ მომღერალი შვილს „მამას გოგოს“ უწოდებს.
სტეფანიას მშობლებისგან განსხვავებული ხასიათი აქვს. გოგონას მოფერებით ფანიას ეძახიან. როგორც მშობლები ინტერვიუებში ჰყვებიან, სტეფანია თბილი, კეთილი, მეგობრული და მხიარული გოგონაა. დედ-მამასთან შედარებით ჩხუბს და კამათს თავს არიდებს, მაგრამ იშვიათად ჯინიანიც არის. ცოტა ხნის წინ სტეფანემ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ თინეიჯერ სტეფანიას თმა ფერადი აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0