სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლება: ორი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

© FB / мэрия Мцхетыმცხეთა
მცხეთა - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
გამოწერა
მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, აქედან ერთი პირი ყოფილი საჯარო მოხელეა. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა 2021 წელს მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირა ჯამში 15.360 მ2 ფართობის ორი მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულებამ 828.960 ლარი შეადგინა.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით.
საქმეზე გამოძიება თაღლითობის, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების და სამსახურებრივი გულგრილობის მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0