მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უჩვეულო ციალი იუპიტერზე: NASA-მ პლანეტის ახალი დეტალური ფოტო გამოაქვეყნა

© AFP 2024 / Robyn Beck
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
გამოწერა
თბილისი, 23 აგვისტო − Sputnik. აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის სააგენტომ (NASA) იუპიტერის ახალი ფოტო გამოქვეყნა, რომელიც ჯეიმს უების ტელესკოპითაა გადაღებული და მასზე პლანეტის დეტალები ჩანს.
ფოტოზე იუპიტერის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსების გარშემო კაშკაშა ციალი, პლანეტის რგოლები და იუპიტერის თანამგზავრები − ამალთეა და ადრასტეა აღბეჭდილი.
როგორც NASA-ს მეცნიერები წერენ, ისინი ასეთ კარგ შედეგს არც ელოდნენ.

„სიმართლე გითხრათ, არ ველოდით, რომ ყველაფერი ასე კარგად გამოვიდოდა. მართლაც შესანიშნავია, რომ იუპიტერის დეტალები, მისი რგოლები, პაწაწინა თანამგზავრები და გალაქტიკები ერთ ფოტოზე შეგვიძლია დავინახოთ“, − ამბობს პროფესორი, პლანეტარული ასტრონომი იმკე დე პატერი.

გარდა ამისა, ფოტოზე აღბეჭდილია ცნობილი დიდი წითელი ლაქა (სურათზე ის პრაქტიკულად თეთრად მოჩანს), რომლის ზომა 1,3-ჯერ აღემატება დედამიწის დიამეტრს, და სადაც საათში 400 კმ-ზე მეტი სიჩქარით მოძრავი ქარიშხლები მძვინვარებს.
მეცნიერებმა გიგანტური პლანეტის სურათი ტელესკოპ ჯეიმს უების ახლო ინფრაწითელი დიაპაზონის კამერით გადაიღეს. ინფრაწითელ გამოსხივებას ტელესკოპი კოსმოსში ობიექტების აღმოსაჩენად იყენებს. ჯეიმს უები ორბიტაზე გასულ წელს გაუშვეს ტელესკოპ „ჰაბლის“ ნაცვლად, რომელიც უკვე ოცდაათი წელია გამოიყენება კოსმოსში.
ყველა ახალი ამბავი
0