Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„64 წლის გახდა და საბოლოოდ შეიშალა“ - მადონა ორმოცი წლით უმცროს მოდელს კოცნის

© AP Photo / Julie Jacobsonბრიტნი სპირსი და მადონა
ბრიტნი სპირსი და მადონა - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
გამოწერა
პოპის დედოფალი მადონა გამოცემა Paper-ის გარეკანზე მოხვდა. ფოტოსესია საოცრად ეპატაჟური იყო. პიკანტურ ფოტოებში 64 წლის მადონა ახალგაზრდა მოდელს ენდრიუ დარნელს კოცნის.
მომღერალი, როგორც ყოველთვის, ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, მას ვარდისფერი პარიკი ეკეთა, საკმაოდ გულახდილი ზედა ეცვა, მის „ლუქს“ კი ბადე კოლგოტი ასრულებდა.
გასულ კვირაში მადონამ სოციალურ ქსელში დაბადების დღის ფოტოები და ვიდეოები გაავრცელა, სადაც ის ორ მოდელ გოგონას კოცნის.
„64 წლის გახდა და საბოლოოდ შეიშალა“, – წერენ კომენტარებში აღშფოთებული ხელმომწერები.
ყველა ახალი ამბავი
0