https://sputnik-georgia.com/20220823/locosvilis-debiuti-269697976.html
კიდევ ერთი ქართველის დებიუტი სერია A-ში - ლოჩოშვილმა „რომასთან“ კარგი მატჩი ჩაატარა
კიდევ ერთი ქართველის დებიუტი სერია A-ში - ლოჩოშვილმა „რომასთან“ კარგი მატჩი ჩაატარა
Sputnik საქართველო
ლუკა ლოჩოშვილმა „სტადიო ოლიმპიკოზე“ 84 წუთი გაატარა და ამ დროში ქართველმა ფეხბურთელმა ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. 23.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-23T13:56+0400
2022-08-23T13:56+0400
2022-08-23T18:43+0400
სპორტი
საქართველო
იტალია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/05/267153593_0:85:1600:985_1920x0_80_0_0_68434b44b4f5c849a549e23803490bd5.jpg
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. იტალიის სერია A-ში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი შედგა. 24 წლის ცენტრალურმა მცველმა „კრემონეზეს“ რიგებში პირველი მატჩი გამართა.იტალიის ჩემპიონატის მე-2 ტურში სერია A-ში ახლახან აღზევებული „კრემონეზე“ „რომას“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1:0 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მცველმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 84 წუთი გაატარა.ლოჩოშვილი მატჩის პირველივე წუთებიდან კარგად გამოიყურებოდა და დედაქალაქელთა გამოცდილ შემტევებს მაქსიმალურად ზღუდავდა. ტაიმის მიწურულს მან ძანიოლოს სუფთად აართვა ბურთი და საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. ამ ეპიზოდში ძანიოლო დაშავდა და მან თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.„კრემონეზემ“ რომაელთა შეტევებს 66-ე წუთამდე გაუძლო, შემდეგ კი კრის სმოლინგმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. აღსანიშნავია, რომ გაშვებული გოლიდან ორ წუთში ლუკას გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მისი შორეული დარტყმული „რომას“ მეკარემ რუი პატრისიომ კუთხურზე მოიგერია.ლოჩოშვილის შესახებ მატჩის შემდეგ „კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილია.„ლუკა კარგი ფეხბურთელია, მან დღეს „სტადიო ოლიმპიკოზე“ დიბალას წინააღმდეგ კარგი თამაში ჩაატარა. ვარჯიშებზე ყოველდღიურად უნდა მოუმატოს, მაგრამ ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ მისით და, ზოგადად, ყველა მოთამაშით, ვინც დღეს ჩვენს გუნდში თამაშობს“, – აღნიშნა ალვინიმ.ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ შეუერთდა. მან პირველ ტურში „ფიორენტინასთან“ (2:3) ბიუროკრატიული პრობლემების გამო ვერ ითამაშა. ქართველი ფეხბურთელის კლუბი მომდევნო ტურში 27 აგვისტოს შინ „ტორინოს“ დაუპირისპირდება და სეზონში პირველი ქულების მოპოვებას ეცდება.
https://sputnik-georgia.com/20220822/kvaracxelia-kvaradona-269671739.html
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/05/267153593_0:0:1424:1068_1920x0_80_0_0_81136a40a71825748d8d5eab4bba646b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, საქართველო, იტალია , ახალი ამბები
სპორტი, საქართველო, იტალია , ახალი ამბები
კიდევ ერთი ქართველის დებიუტი სერია A-ში - ლოჩოშვილმა „რომასთან“ კარგი მატჩი ჩაატარა
13:56 23.08.2022 (განახლებულია: 18:43 23.08.2022) ლუკა ლოჩოშვილმა „სტადიო ოლიმპიკოზე“ 84 წუთი გაატარა და ამ დროში ქართველმა ფეხბურთელმა ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. იტალიის სერია A-ში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი შედგა. 24 წლის ცენტრალურმა მცველმა „კრემონეზეს“ რიგებში პირველი მატჩი გამართა.
იტალიის ჩემპიონატის მე-2 ტურში სერია A-ში ახლახან აღზევებული „კრემონეზე“ „რომას“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1:0 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მცველმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 84 წუთი გაატარა.
ლოჩოშვილი მატჩის პირველივე წუთებიდან კარგად გამოიყურებოდა და დედაქალაქელთა გამოცდილ შემტევებს მაქსიმალურად ზღუდავდა. ტაიმის მიწურულს მან ძანიოლოს სუფთად აართვა ბურთი და საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. ამ ეპიზოდში ძანიოლო დაშავდა და მან თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
„კრემონეზემ“ რომაელთა შეტევებს 66-ე წუთამდე გაუძლო, შემდეგ კი კრის სმოლინგმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. აღსანიშნავია, რომ გაშვებული გოლიდან ორ წუთში ლუკას გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მისი შორეული დარტყმული „რომას“ მეკარემ რუი პატრისიომ კუთხურზე მოიგერია.
ლოჩოშვილი 85-ე წუთზე ვეტერანმა დანიელ ჩიოფანიმ შეცვალა. ქართველმა ფეხბურთელმა ამ დროში ერთხელ ზუსტად დაარტყა კარში, პასების სიზუსტე 84% ჰქონდა, 7 ორთაბრძოლა მოიგო, ერთი კუთხური მოიპოვა და WhoScored-სგან გუნდში საუკეთესოს შეფასებაც დაიმსახურა.
ლოჩოშვილის შესახებ მატჩის შემდეგ „კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილია.
„ლუკა კარგი ფეხბურთელია, მან დღეს „სტადიო ოლიმპიკოზე“ დიბალას წინააღმდეგ კარგი თამაში ჩაატარა. ვარჯიშებზე ყოველდღიურად უნდა მოუმატოს, მაგრამ ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ მისით და, ზოგადად, ყველა მოთამაშით, ვინც დღეს ჩვენს გუნდში თამაშობს“, – აღნიშნა ალვინიმ.
ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ შეუერთდა. მან პირველ ტურში „ფიორენტინასთან“ (2:3) ბიუროკრატიული პრობლემების გამო ვერ ითამაშა. ქართველი ფეხბურთელის კლუბი მომდევნო ტურში 27 აგვისტოს შინ „ტორინოს“ დაუპირისპირდება და სეზონში პირველი ქულების მოპოვებას ეცდება.