სახიფათოა ტვინისთვის: მეცნიერებმა გაზიანი სასმელების გავლენა შეისწავლეს

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშიდაკვირვება თავის ტვინზე
დაკვირვება თავის ტვინზე  - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
გამოწერა
თბილისი, 23 აგვისტო − Sputnik. ბრაზილიელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს ლაბორატორიულ ვირთხებზე, რათა გაერკვიათ, როგორ მოქმედებს გაზიანი უალკოჰოლო სასმელები ტვინზე.
როგორც ჟურნალ Sciencedirect-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია ნათქვამი, მკვლევარები მღრღნელებს ორი თვის განმავლობაში ასმევდნენ კოლის საფუძველზე დამზადებულ სასმელებს, რათა 2, 8 და 14 თვის მამრი ვირთხების ქცევაზე მისი ზეგავლენა შეესწავლათ.
მღრღნელები ორ ჯგუფად გაყვეს, რომელთაგან პირველ ჯგუფს 67 დღის განმავლობაში შეუზღუდავად აძლევდნენ კოლაზე დამზადებულ სასმელებს, მეორეს კი უბრალო წყალს ასმევდნენ. ამასთან მეცნიერები ვირთხების სივრცით, შეჩვევით და ავერსიულ მეხსიერებებს ამოწმებდნენ ლაბირინთის, ღია სივრცისა და ინჰიბიტორული დამუხრუჭების გამოყენებით.
ქცევითი ტესტები ექსპერიმენტის 57-ე დღეს დაიწყო და 67-ე დღეს დასრულდა. 68-ე დღეს ვირთხები გაკვეთეს, მათი ტვინი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ:

უალკოჰოლო გაზიანი სასმელების გამუდმებული და ხანგრძლივი მიღება აქვეითებს მეხსიერებას და იწვევს ჟანგვით სტრესს.

აღინიშნება, რომ საკონტროლო ჯგუფის ვირთხებს, რომლებიც უბრალო წყალს სვამდნენ, ტვინის მუშაობაში არანაირი პრობლემა არ გამოვლენიათ.
ყველა ახალი ამბავი
0