https://sputnik-georgia.com/20220823/borjomis-municipalitetsi-cecxlis-axali-kerebi-gacnda-269719155.html
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის სხვადასხვა სამუშაოში დაახლოებით 1.200 ადამიანია ჩართული
2022-08-23T23:09+0400
2022-08-23T23:09+0400
2022-08-23T23:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/17/269697093_0:158:3077:1889_1920x0_80_0_0_f7fb31c5b080bb49932344a9c65fd33e.jpg
თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყეში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა, ხეობაში კრიტიკული ვითარებაა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.ტელეკომპანიის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის შედეგად, ცეცხლის ქრობა გართულებულია.ცეცხლი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვაბისხევის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. კლდოვანი და მიუწვდომელი რელიეფი ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს.შსს-ს ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ხანძრის ქრობის ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი. სამივე სექტორზე აქტიური სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება. ინტენსიურად კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით.ამ დროისთვის სხვადასხვა სამუშაოში ჩართულია დაახლოებით 1.200 ადამიანი. ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობს 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. ცეცხლის ქრობის პროცესში კვლავ ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით ხდება ხანძრის მონიტორინგი.ადგილზე მოქმედებს ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ.წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“, შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/17/269697093_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_c70acc1837b204a4086d8256f179998d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბორჯომი მუნიციპალიტეტი ტყე ცეცხლი ხანძარი კერები
ბორჯომი მუნიციპალიტეტი ტყე ცეცხლი ხანძარი კერები
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა
23:09 23.08.2022 (განახლებულია: 23:13 23.08.2022) ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება - ძლიერი ქარი ახალ კერებს აღვივებს
თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყეში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა, ხეობაში კრიტიკული ვითარებაა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის შედეგად, ცეცხლის ქრობა გართულებულია.
ცეცხლი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვაბისხევის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. კლდოვანი და მიუწვდომელი რელიეფი ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს.
შსს-ს ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ხანძრის ქრობის ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი. სამივე სექტორზე აქტიური სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება. ინტენსიურად კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით.
ამ დროისთვის სხვადასხვა სამუშაოში ჩართულია დაახლოებით 1.200 ადამიანი. ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობს 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. ცეცხლის ქრობის პროცესში კვლავ ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით ხდება ხანძრის მონიტორინგი.
ადგილზე მოქმედებს ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ.