ვინ და რატომ უნდა სვას ბანანის ჩაი: ექსპერტები უებარ რეცეპტს გვთავაზობენ

© photo: Sputnik / Sergey Subbotin / გადასვლა მედიაბანკშიბანანი
ბანანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
გამოწერა
თბილისი, 23 აგვისტო − Sputnik. უძილობის პრობლემა მსოფლიოში სულ უფრო მეტ ადამიანს აწუხებს, რისი მიზეზიც სტრესის დონის გამუდმებული ზრდაა, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, ძილის დარღვევების სამკურნალოდ ბევრი ადამიანი საძილე აბებს იღებს, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ძლიერ საშუალებებს, რომლებსაც, შესაძლოა, უსიამოვნო გვერდითი ეფექტები ახლდეს.
ამიტომ ექსპერტები უძილობის დასაძლევად ეფექტური ბუნებრივი საშუალებების გამოყენებას გვირჩევენ, მაგალითად, ბანანისა და დარიჩინის ჩაის.
ბანან-დარიჩინის ჩაი საძილე პრეპარატების ბუნებრივი ალტერნატივაა, რომელიც ორგანიზმს კალციუმით, კალიუმითა და მაგნიუმით აჯერებს. გარდა ამისა, მას აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც არა მხოლოდ ამცირებს ანთების დონეს, არამედ ხსნის ტკივილს, ადუნებს კუნთებს და მთლიანად ნერვულ სისტემას, ეს კი ადამიანს საშუალებას აძლევს – მშვიდად და ღრმად დაიძინოს.
როგორც ექსპერტები ირწმუნებიან, ეს არის ჯადოსნური სასმელი, რომელიც მთლიანად აქრობს სტრესს, არეგულირებს არტერიულ წნევას, ასტაბილურებს გლუკოზის დონეს და წმენდს ორგანიზმს.
ამ ორი კომპონენტის ერთობლიობა ქმნის საკმაოდ მძლავრ ინსტრუმენტს, რომელიც არა მხოლოდ ხელს უწყობს სწრაფად დაძინებას, არამედ ბევრ იმ დაავადებასაც ებრძვის, რომლებიც სტრესის ფონზე წარმოიქმნება.

ბანან-დარიჩინის ჩაის რეცეპტი

აადუღეთ ქვაბში ერთი ლიტრი წყალი და დააყოვნეთ ის ნელ ცეცხლზე;
კარგად გარეცხეთ კანიანი ბანანი, გაჭერით სამ ნაწილად და ჩააგდეთ მოთუხთუხე წყალში;
15 წუთის შემდეგ ჩაამატეთ ცოტა დარიჩინი (დაახლოებით ერთი მწიკვი) და კარგად მოურიეთ (სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაატკბოთ სტევიით);
გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან, მჭიდროდ დაახურეთ სარქველი და დააყოვნეთ ათიოდე წუთით.
მორჩა, თქვენი ბანან-დარიჩინის ჩაი მზადაა.

მიღების წესი

ჩაი დაძინებამდე 30 წუთით ადრე უნდა დალიოთ. ეს იმიტომ, რომ ორივე ინგრედიენტი სწორედ ნახევარ საათის შემდეგ დაიწყებს ნერვებისა და ტვინის მოდუნებას, რასაც ბოლოს დაძინება მოჰყვება.
მნიშვნელოვანია, რომ ეს არომატული ჩაი ერთი-ორი თვის განმავლობაში სვათ, რათა უძილობას დანამდვილებით დააღწიოთ თავი.
გარდა ამისა, ბანანისა და დარიჩინის ჩაი ასევე შეიძლება სვათ ავადმყოფობის შემდეგ სწრაფი აღდგენისთვის, რადგან ის მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. რა თქმა უნდა, ეს ჩაი თავად ავადმყოფობებისგან არ განგკურნავთ, მაგრამ ორგანიზმის საჭირო ნივთიერებებით გაჯერებაში, იმუნიტეტის გაძლიერებასა და ჯანსაღ ძილში კი ნამდვილად დაგეხმარებათ.
ყველა ახალი ამბავი
0