https://sputnik-georgia.com/20220823/areulobebze-laparaki-opoziciis-uniatobas-aaskaravebs-ionatamisvili-269710789.html
არეულობებზე ლაპარაკი ოპოზიციის უნიათობას ააშკარავებს - დეპუტატი
არეულობებზე ლაპარაკი ოპოზიციის უნიათობას ააშკარავებს - დეპუტატი
Sputnik საქართველო
შემოდგომაზე აქციების ჩატარების შესახებ განაცხადეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“. 23.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-23T18:07+0400
2022-08-23T18:07+0400
2022-08-23T22:00+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250964949_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_552b910263d3b5a5593676777490b754.jpg
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები არეულობებზე, მით უფრო მეტად ამტკიცებენ თავიანთ უინიათობას, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა.მანამდე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის გამოცხადებას გეგმავენ. უფრო მეტიც, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის და მისი თანამოაზრეები მზად არიან, ბევრ რამეზე წავიდნენ, „მათ შორის, შენობის აღებაზე“.მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები თავიანთ პოზიციას ყოველდღე იცვლიან – ხან პარლამენტიდან გასვლაზე და ხან პარლამენტში შესვლაზე ლაპარაკობენ.„სინამდვილეში აჩვენეს, რომ არც პროტესტის უნარი გააჩნიათ და არც საპარლამენტო მუშაობის“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.შემოდგომაზე აქციების ჩატარების შესახებ განაცხადეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“. აქციების მიზეზი ხელისუფლების მიმართ პრეტენზიებია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულებასთან დაკავშირებით.ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250964949_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_0b31308622710ab3b6b36cadd68c5e44.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
არეულობებზე ლაპარაკი ოპოზიციის უნიათობას ააშკარავებს - დეპუტატი
18:07 23.08.2022 (განახლებულია: 22:00 23.08.2022) შემოდგომაზე აქციების ჩატარების შესახებ განაცხადეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები არეულობებზე, მით უფრო მეტად ამტკიცებენ თავიანთ უინიათობას, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა.
მანამდე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის გამოცხადებას გეგმავენ. უფრო მეტიც, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის და მისი თანამოაზრეები მზად არიან, ბევრ რამეზე წავიდნენ, „მათ შორის, შენობის აღებაზე“.
„ცხადია, ამ ლუსტრაციის პროცესის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, საზოგადოება დაინახავს, რომ ამ ადამიანებს ქვეყნის სასიკეთოდ არანაირი მიზანი არ გააჩნიათ, პირიქით, ცდილობენ ხელი შეუშალონ ქვეყნის განვითარებას და ევროპულ მომავალს. შესაბამისად, მათთვის კიდევ უფრო მტკივნეული შედეგი დადგება, რაც მათ გაკოტრებულ პოლიტიკურ იმიჯზე აისახება“, – განაცხადა იონათამიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები თავიანთ პოზიციას ყოველდღე იცვლიან – ხან პარლამენტიდან გასვლაზე და ხან პარლამენტში შესვლაზე ლაპარაკობენ.
„სინამდვილეში აჩვენეს, რომ არც პროტესტის უნარი გააჩნიათ და არც საპარლამენტო მუშაობის“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
შემოდგომაზე აქციების ჩატარების შესახებ განაცხადეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“. აქციების მიზეზი ხელისუფლების მიმართ პრეტენზიებია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულებასთან დაკავშირებით.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.