https://sputnik-georgia.com/20220823/6-situacia-roca-egoizmi-unda-gamoicinot-269708193.html
ექვსი სიტუაცია, როცა აუცილებლად უნდა იყოთ ეგოისტი: ფსიქოლოგი გირჩევთ
ექვსი სიტუაცია, როცა აუცილებლად უნდა იყოთ ეგოისტი: ფსიქოლოგი გირჩევთ
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 აგვისტო − Sputnik. არსებობს სიტუაციები, როცა ადამიანმა აუცილებლად უნდა გამოიჩინოს ჯანსაღი ეგოიზმი, აცხადებენ ფსიქოლოგები. 23.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-23T16:23+0400
2022-08-23T16:23+0400
2022-08-23T21:37+0400
ფსიქოლოგია
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24017/49/240174924_0:52:1920:1132_1920x0_80_0_0_7719fe443e0e9fb55ea0f8d1dd3b01af.jpg
თბილისი, 23 აგვისტო − Sputnik. არსებობს სიტუაციები, როცა ადამიანმა აუცილებლად უნდა გამოიჩინოს ჯანსაღი ეგოიზმი, აცხადებენ ფსიქოლოგები.მათი თქმით, საკუთარ თავზე ფიქრისა და საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უნარი ზრდასრულ ფსიქოლოგიურ პოზიციასა და პირადი საზღვრების არსებობაზე მეტყველებს. ასეთი ადამიანები გაცილებით ნაკლებ სტრესს განიცდიან კომუნიკაციის დროს, შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ მანიპულატორებს და მიაღწიონ მაღალ შედეგებს იმაში, რაც აინტერესებთ.სპეციალისტების თქმით, ჯანსაღი ეგოიზმის გამოჩენა აუცილებელია, როცა საქმე ეხება:თქვენს უსაფრთხოებასსაკუთარი თავისა და ჯანმრთელობის შეწირვა რაღაცისთვის ან ვიღაცისთვის − ეს უაზრობაა. შესაძლოა აღიარება და შექება დაიმსახუროთ, მაგრამ ეს დიდი ნუგეში ვერ იქნება, თუ რამე დაგემართებათ.თქვენს ურთიერთობებსადამიანები, რომლებსაც თვითშეწირვა შეუძლიათ, როგორც წესი, ტირანებს იზიდავენ. ამიტომ ჩამოაყალიბეთ საკუთარი წესები, რომლებშიც კომფორტულად ცხოვრობთ და თამამად აცნობეთ ეს პარტნიორს. იცოდეთ, რომ ქალებიცა და მამაკაცებიც აფასებენ ისეთ პარტნიორებს, რომლებსაც ესმით და იციან – რა სურთ. თვითშეწირვა კი მხოლოდ მანიპულატორებს მოსწონთ, მათთვის ეს თქვენი კონტროლის კიდევ ერთი ინსტრუმენტია.თქვენს საქმიანობასიმის გაცნობიერება, თუ რის გაკეთება მოგწონთ, დაგეხმარებათ მაქსიმალურად გამოიყენოთ საკუთარი ნიჭი და თვითრეალიზაციაც შეძლოთ. ამიტომ დაფიქრდით, რა გინდათ აკეთოთ და გააკეთეთ ეს ისე, რომ ყურადღება არ მიაქციოთ ირგვლივ მყოფთა სიტყვებსა და ქმედებებს, რომლებიც თქვენ შეჩერებას ცდილობენ. გაიხსენეთ თომას ედისონი, სტივ ჯობსი და სხვა ადამიანები, რომელთა გამოგონებები საზოგადოებამ მაშინვე არ აღიარა, მაგრამ მერე მსოფლიო დიდება მოიპოვეს.თქვენს დასვენებასთუ გრძნობთ, რომ საკმარისი სასიცოცხლო ენერგია აღარ გაქვთ, შეწყვიტეთ მისი გაფლანგვა. დაისვენეთ და მოიკრიბეთ ძალები. თქვენი რესურსები მხოლოდ მაშინღა უნდა მოახმაროთ სხვებს, როცა საკმარისად დაიგროვებთ მას.თქვენს ფინანსებსთანხების ხარჯვისა და განაწილების სწორი სტრატეგია ასე გამოიყურება: ჯერ იკმაყოფილებთ საკუთარ მოთხოვნილებებს (ვთქვათ, ბიზნესის განვითარება, პროფესიული განვითარება და ა.შ.) და მხოლოდ ამის შემდეგ ფიქრობთ სხვებზე.თქვენს ემოციებსა და გრძნობებსეს არის ის, რაც მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გეკუთვნით, და რაზეც თქვენ გარდა არავინ იზრუნებს. თუ გარკვეულ ადამიანებთან კომუნიკაცია, ტოქსიკური ურთიერთობები თუ საქმიანობა ნეგატიურ გრძნობებს აღგიძრავთ, შეგიძლიათ თამამად დახუროთ ეს გეშტალტები. თქვენს მსხვერპლს მაინც არავინ დააფასებს, რადგან ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, არ აინტერესებთ რას გრძნობ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24017/49/240174924_172:0:1749:1183_1920x0_80_0_0_c8c30f7437c41d1d86d6c486cf242446.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფსიქოლოგია , სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
ფსიქოლოგია , სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 23 აგვისტო − Sputnik. არსებობს სიტუაციები, როცა ადამიანმა აუცილებლად უნდა გამოიჩინოს ჯანსაღი ეგოიზმი, აცხადებენ ფსიქოლოგები.
მათი თქმით, საკუთარ თავზე ფიქრისა და საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უნარი ზრდასრულ ფსიქოლოგიურ პოზიციასა და პირადი საზღვრების არსებობაზე მეტყველებს. ასეთი ადამიანები გაცილებით ნაკლებ სტრესს განიცდიან კომუნიკაციის დროს, შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ მანიპულატორებს და მიაღწიონ მაღალ შედეგებს იმაში, რაც აინტერესებთ.
სპეციალისტების თქმით, ჯანსაღი ეგოიზმის გამოჩენა აუცილებელია, როცა საქმე ეხება:
საკუთარი თავისა და ჯანმრთელობის შეწირვა რაღაცისთვის ან ვიღაცისთვის − ეს უაზრობაა. შესაძლოა აღიარება და შექება დაიმსახუროთ, მაგრამ ეს დიდი ნუგეში ვერ იქნება, თუ რამე დაგემართებათ.
ადამიანები, რომლებსაც თვითშეწირვა შეუძლიათ, როგორც წესი, ტირანებს იზიდავენ. ამიტომ ჩამოაყალიბეთ საკუთარი წესები, რომლებშიც კომფორტულად ცხოვრობთ და თამამად აცნობეთ ეს პარტნიორს. იცოდეთ, რომ ქალებიცა და მამაკაცებიც აფასებენ ისეთ პარტნიორებს, რომლებსაც ესმით და იციან – რა სურთ. თვითშეწირვა კი მხოლოდ მანიპულატორებს მოსწონთ, მათთვის ეს თქვენი კონტროლის კიდევ ერთი ინსტრუმენტია.
იმის გაცნობიერება, თუ რის გაკეთება მოგწონთ, დაგეხმარებათ მაქსიმალურად გამოიყენოთ საკუთარი ნიჭი და თვითრეალიზაციაც შეძლოთ. ამიტომ დაფიქრდით, რა გინდათ აკეთოთ და გააკეთეთ ეს ისე, რომ ყურადღება არ მიაქციოთ ირგვლივ მყოფთა სიტყვებსა და ქმედებებს, რომლებიც თქვენ შეჩერებას ცდილობენ. გაიხსენეთ თომას ედისონი, სტივ ჯობსი და სხვა ადამიანები, რომელთა გამოგონებები საზოგადოებამ მაშინვე არ აღიარა, მაგრამ მერე მსოფლიო დიდება მოიპოვეს.
თუ გრძნობთ, რომ საკმარისი სასიცოცხლო ენერგია აღარ გაქვთ, შეწყვიტეთ მისი გაფლანგვა. დაისვენეთ და მოიკრიბეთ ძალები. თქვენი რესურსები მხოლოდ მაშინღა უნდა მოახმაროთ სხვებს, როცა საკმარისად დაიგროვებთ მას.
თანხების ხარჯვისა და განაწილების სწორი სტრატეგია ასე გამოიყურება: ჯერ იკმაყოფილებთ საკუთარ მოთხოვნილებებს (ვთქვათ, ბიზნესის განვითარება, პროფესიული განვითარება და ა.შ.) და მხოლოდ ამის შემდეგ ფიქრობთ სხვებზე.
თქვენს ემოციებსა და გრძნობებს
ეს არის ის, რაც მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გეკუთვნით, და რაზეც თქვენ გარდა არავინ იზრუნებს. თუ გარკვეულ ადამიანებთან კომუნიკაცია, ტოქსიკური ურთიერთობები თუ საქმიანობა ნეგატიურ გრძნობებს აღგიძრავთ, შეგიძლიათ თამამად დახუროთ ეს გეშტალტები. თქვენს მსხვერპლს მაინც არავინ დააფასებს, რადგან ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, არ აინტერესებთ რას გრძნობ.