ხმაური ბათუმის საკრებულოში: ბრძოლა ახალი სკამებისთვის - ვიდეო

© photo: Sputnik / Seyran Baroyanბათუმის საკრებულო
ბათუმის საკრებულო - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2022
გამოწერა
ახალი სავარძლები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს შეხვდათ.
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. ბათუმის საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატები ახალი სავარძლების გარეშე დატოვეს, იუწყება „TV პირველი“.
ტელეარხის ინფორმაციით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში სავარძლების ნაწილი შეცვალეს, მაგრამ ახალი ავეჯი მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს შეხვდათ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუმარტეს, რომ ახალი სავარძლები საკრებულოს ყველა წევრს რამდენიმე კვირაში ექნება.
როგორც მმართველ პარტიაში განაცხადეს, ავეჯი სხვა შენობიდან გადმოიტანეს და გადაწყვიტეს, რომ ახალი სავარძლები საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის მიეცათ, ხოლო ძველ სავარძლებში ჯდომა მმართველი პარტიის ზოგიერთ დეპუტატსაც მოუწია.
ბათუმის საკრებულოში სულ 35 დეპუტატია, აქედან ოპოზიციას 17 ადგილი აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0