https://sputnik-georgia.com/20220822/xanzari-borjomis-tyesi-269663742.html
ემუქრება თუ არა დასახლებულ პუნქტებს ხანძარი ბორჯომის ტყეში
ემუქრება თუ არა დასახლებულ პუნქტებს ხანძარი ბორჯომის ტყეში
Sputnik საქართველო
ბორჯომში ხანძრის ქრობის ღონისძიებებში 600 სპეციალისტია ჩართული. გავრცელებული ინფორმაციით, პროცესში კიდევ ერთი ვერტმფრენი ჩაერთვება. 22.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-22T12:05+0400
2022-08-22T12:05+0400
2022-08-22T17:30+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23709/78/237097886_0:0:1294:728_1920x0_80_0_0_032fd904573b9efe14fbdb7ce41d453c.jpg
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტში დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ დროისათვის მოხსნილია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.ამჟამად ბორჯომის მუნიციპალიტეტი კვლავ სტიქიის ზონაა. ცეცხლის ჩაქრობას, რთულ რელიეფთან ერთად, ქარიც ართულებს.უწყების ცნობით, ხანძრის ქრობა დილიდან განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ასევე ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა.ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა განაცხადა, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა ხანძრის კერების სწრაფად ლოკალიზება მოხდეს. მერის ინფორმაციით, ტყის ხანძრის ქრობის პროცესში კიდევ ერთი ვერტმფრენი ჩაერთვება.ხანძრის რამდენიმე კერა სოფელ ქვაბისხევის ტყეში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე 20 აგვისტოს გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სამ ჰექტარზე გავრცელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23709/78/237097886_192:0:1231:779_1920x0_80_0_0_ee78a1563b40356d72eb561e76974daf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
ემუქრება თუ არა დასახლებულ პუნქტებს ხანძარი ბორჯომის ტყეში
12:05 22.08.2022 (განახლებულია: 17:30 22.08.2022) ბორჯომში ხანძრის ქრობის ღონისძიებებში 600 სპეციალისტია ჩართული. გავრცელებული ინფორმაციით, პროცესში კიდევ ერთი ვერტმფრენი ჩაერთვება.
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტში დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ დროისათვის მოხსნილია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ამჟამად ბორჯომის მუნიციპალიტეტი კვლავ სტიქიის ზონაა. ცეცხლის ჩაქრობას, რთულ რელიეფთან ერთად, ქარიც ართულებს.
უწყების ცნობით, ხანძრის ქრობა დილიდან განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ასევე ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა.
„ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროისათვის ხანძრის ქრობის ღონისძიებებში ჩართულია 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა განაცხადა, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა ხანძრის კერების სწრაფად ლოკალიზება მოხდეს. მერის ინფორმაციით, ტყის ხანძრის ქრობის პროცესში კიდევ ერთი ვერტმფრენი ჩაერთვება.
„სიტუაციას ის გარემოება ართულებს, რომ არის მაღალი ტემპერატურა, სრულიად არის გამომშრალი ნიადაგი ტყეში და ხდება სწრაფი აალება და ხანძრის კერების სწრაფი გავრცელება. მუშაობს სამი ვერტმფრენი, ერთიც დაემატება და მაქსიმალური ჩართულობაა იმისთვის, რომ ხანძრის კერები ლოკალიზებული იყოს“, – განაცხადა არბოლიშვილმა.
ხანძრის რამდენიმე კერა სოფელ ქვაბისხევის ტყეში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე 20 აგვისტოს გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სამ ჰექტარზე გავრცელდა.