Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თაკო ჩხეიძე მეუღლესთან ერთად საბერძნეთში მოგზაურობს - რომანტიკული ფოტო

© courtesy of Tako Chkheidzeთაკო ჩხეიძე
თაკო ჩხეიძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2022
გამოწერა
თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელი, მოდელი თაკო ჩხეიძე საქართველოში ულამაზეს ქალბატონად ითვლება. მისმა სილამაზემ ხალხი ჯერ კიდევ მაშინ აალაპარაკა, როდესაც თინეიჯერმა თაკომ საკუთარი ძალები პოდიუმზე მოსინჯა. მართალია, მაშინ საზოგადოებასთან ურთიერთობის მცირე საშუალებები არსებობდა, მაგრამ დახვეწილი და უმშვენიერესი გარეგნობის მქონე მოდელი მთელმა საქართველომ გაიცნო.
თაკომ ოჯახი თინეიჯერობის დროს შექმნა, გრანდიოზული ქორწილიც გადაიხადეს. ოჯახის შექმნის მიუხედავად, მას მოდელობაზე უარი არ უთქვამს და ახერხებდა ერთდროულად ოჯახისთვისაც მიეხედა და კარიერისთვისაც. აშკარაა, რომ მას ეს ყველაფერი წარმატებით გამოუვიდა. ის დღემდე არ კარგავს აქტუალობას და ახლა საკუთარ გამოცდილებას დამწყებ მოდელებს უზიარებს.
თაკოს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის მის მეუღლეს. თაკო ქმართან ერთად ინტერვიუებს არ იძლევა. მისი მეუღლე დიპლომატი რუსლან აბაშიძეა. წყვილს აბაშიძის დიპლომატიური საქმიანობის გამო სხვადასხვა ქვეყანაში უწევდა ცხოვრება. მათ ჰყავთ სამი ვაჟი, რომლებსაც თაკო მაქსიმალურ ყურადღებას უთმობს. წყვილი შვილებთან ერთად ხშირად მოგზაურობს. მათ ულამაზესი ოჯახი აქვთ.
ყველა ახალი ამბავი
0