https://sputnik-georgia.com/20220822/srola-fsiqiatriulsi-patimris-dawris-saqmeze-eskortis-tanamsromeli-daakaves-269683105.html
ფსიქიატრიულში პატიმრის დაჭრის საქმეზე ესკორტის თანამშრომელი დააკავეს - მძიმე კადრები
ფსიქიატრიულში პატიმრის დაჭრის საქმეზე ესკორტის თანამშრომელი დააკავეს - მძიმე კადრები
Sputnik საქართველო
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები გაასაჯაროვა
2022-08-22T22:09+0400
2022-08-22T22:09+0400
2022-08-22T22:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825000_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_6c42e6e688ebcb2bc6b253013bde2f83.jpg
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” პატიმრის დაჭრის ფაქტზე პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მე-3 განყოფილების ესკორტის ოფიცერი დააკავეს, განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა ბაჩო კვარაცხელიამ.გარდა ამისა, უწყებამ ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა.გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 18 აგვისტოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებიდან თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ გადაყვანილ იქნა ბრალდებული, რომელსაც ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით შესაბამისი მკურნალობა ესაჭიროებოდა. პატიმარი მოათავსეს ცენტრის მესამე სართულზე მდებარე სამედიცინო ოთახში, სადაც მასზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა უწყვეტად მიმდინარეობდა.უწყების ცნობით, ცენტრის მე-3 სართულზე მდებარე დერეფანში, სადაც სამედიცინო ოთახებში განთავსებული იყვნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრები, ესკორტის ოფიცერი სამსახურებრივი იარაღით „წინდახედულობის ნორმის დაუცველად“ გადაადგილდებოდა.გარდა აღნიშნულისა, ხსენებულმა ოფიცერმა პალატიდან დერეფანში გამოსული პატიმარი დატოვა ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე, რომლისთვისაც უნდა მიეთითებინა, რომ შესულიყო მისი განთავსების სამედიცინო ოთახში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით დაეტოვებინა განთავსების სივრცე.ეს ყველაფერი აღბეჭდილია გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერის იმ მონაკვეთს, სადაც ასახულია ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანების მიყენების ფაქტი, სამსახური კადრების სიმძიმიდან გამომდინარე მისი საჯაროდ ჩვენებისგან თავს იკავებს.ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა თავის არეში დაჭრილი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის კავკასიის მედიცინის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ოჯახი მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვს.სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას.წყარო - სპეციალური საგამოძიებო სამსახური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825000_275:0:2500:1669_1920x0_80_0_0_b16b503de07e4786896a15ddbe132407.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სროლა ფსიქიატრიული პატიმარი დაჭრა ესკორტი თანამშრომელი დაკავება
სროლა ფსიქიატრიული პატიმარი დაჭრა ესკორტი თანამშრომელი დაკავება
ფსიქიატრიულში პატიმრის დაჭრის საქმეზე ესკორტის თანამშრომელი დააკავეს - მძიმე კადრები
22:09 22.08.2022 (განახლებულია: 22:45 22.08.2022) მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” პატიმრის დაჭრის ფაქტზე პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მე-3 განყოფილების ესკორტის ოფიცერი დააკავეს, განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა ბაჩო კვარაცხელიამ.
გარდა ამისა, უწყებამ ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 18 აგვისტოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებიდან თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ გადაყვანილ იქნა ბრალდებული, რომელსაც ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით შესაბამისი მკურნალობა ესაჭიროებოდა. პატიმარი მოათავსეს ცენტრის მესამე სართულზე მდებარე სამედიცინო ოთახში, სადაც მასზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა უწყვეტად მიმდინარეობდა.
უწყების ცნობით, ცენტრის მე-3 სართულზე მდებარე დერეფანში, სადაც სამედიცინო ოთახებში განთავსებული იყვნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრები, ესკორტის ოფიცერი სამსახურებრივი იარაღით „წინდახედულობის ნორმის დაუცველად“ გადაადგილდებოდა.
გარდა აღნიშნულისა, ხსენებულმა ოფიცერმა პალატიდან დერეფანში გამოსული პატიმარი დატოვა ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე, რომლისთვისაც უნდა მიეთითებინა, რომ შესულიყო მისი განთავსების სამედიცინო ოთახში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით დაეტოვებინა განთავსების სივრცე.
ოფიცრის აღნიშნული დაუდევარი მოქმედების შედეგად პატიმარი მიეპარა მას უკნიდან და ამოაცალა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის გამოყენებითაც განახორციელა სამი გასროლა, პირველი ორი გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო მესამე გასროლით თავის არეში მიიყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა და ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში.
ეს ყველაფერი აღბეჭდილია გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერის იმ მონაკვეთს, სადაც ასახულია ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანების მიყენების ფაქტი, სამსახური კადრების სიმძიმიდან გამომდინარე მისი საჯაროდ ჩვენებისგან თავს იკავებს.
ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა თავის არეში დაჭრილი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის კავკასიის მედიცინის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ოჯახი მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას.