https://sputnik-georgia.com/20220822/rviis-kenkra-269664188.html
პრეპარატებზე სწრაფად: დადგინდა კენკრა, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ერთ საათში აქვეითებს
პრეპარატებზე სწრაფად: დადგინდა კენკრა, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ერთ საათში აქვეითებს
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ღვიის კენკრას, რომელსაც არაერთი დაავადების სამკურნალო თვისებები აქვს, სისხლში შაქრის მაღალი დონის კონტროლი შეუძლია, წერს... 22.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-22T12:41+0400
2022-08-22T12:41+0400
2023-08-17T10:48+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ექიმის რჩევები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/16/269664033_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_270edc469d4cf0780478e53d1b571875.jpg
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ღვიის კენკრას, რომელსაც არაერთი დაავადების სამკურნალო თვისებები აქვს, სისხლში შაქრის მაღალი დონის კონტროლი შეუძლია, წერს გამოცემა Dayli Express სპეციალისტებზე დაყრდნობით.კომპანია The Berry Company-ს ექსპერტების თქმით, ღვიის ექსტრაქტი ტრადიციულად გამოიყენება ართრიტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, აუტოიმუნური დაავადებების, ფილტვების სამკურნალოდ, ასევე ჭრილობებისა და წყლულების შესახორცებლად. თუმცა ბოლო წლებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ღვიის ექსტრაქტს დიაბეტთან და ჰიპერლიპიდემიასთან ბრძოლის პოტენციალიც აქვს.მეცნიერებმა კვლევა ჩინური ღვიის კენკრაზე ჩაატარეს და დაადგინეს, რომ სპირტზე დაყენებული ექსტრაქტის პირველივე მიღებისას სისხლში გლუკოზის დონე მნიშვნელოვნად მცირდებოდა.უფრო მეტიც, როგორც სწავლულებმა აღნიშნეს, ღვიის ექსტრაქტის მოქმედება დროთა განმავლობაში კიდევ მეტად ძლიერდებოდა და მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო პრაპარატის „გლიბენკლამიდის“ ეფექტს აჭარბებდა.მეცნიერებმა ცდა დიაბეტით დაავადებულ მღრღნელებზე ჩაატარეს, რომელთა ერთ ნაწილს ღვიის სპირტოვან ექსტრატს აძლევდნენ, მეორეს კი — წყალზე დაყენებულს.შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ მღრღნელებს, რომლებიც სპირტზე დაყენებულ ექსტრაქტს იღებდნენ, გლუკოზის დონე ერთი საათის შემდეგ 94%-ით ჰქონდათ დაქვეითებული, სამი საათის შემდეგ — 81%-ით, ხუთი საათის შემდეგ — 66%-ით, შვიდი საათის შემდეგ — 45%-ით, ცხრა საათის შემდეგ — 40%-ით.რაც შეეხება წყალზე დაყენებულ ღვიის ექსტრაქტს, ის არანაირ შედეგს არ იძლეოდა.გარდა ამისა, ღვიის კენკრის სპირტიანი ექსტრაქტი აქვეითებდა ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების საერთო დონეს, შესაბამისად, 57% და 37%-ით.აღნიშნული კვლევის შედეგებს მეცნიერები იმედისმომცემად მიიჩნევენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ღვიის კენკრის დიაბეტის მკურნალობასთან დაკავშირებული კვლევების უმეტესობა ჯერ მხოლოდ ცხოველებზე ჩატარებული ცდებით შემოიფარგლება. ამიტომ ადამიანებზე კლინიკური კვლევების ჩატარება მათ აუცილებლად მიაჩნიათ.წყარო: Dayli Express
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/16/269664033_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_9e1826e267affd2b55e7556dbbaac6a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ღვიის კენკრას, რომელსაც არაერთი დაავადების სამკურნალო თვისებები აქვს, სისხლში შაქრის მაღალი დონის კონტროლი შეუძლია, წერს გამოცემა Dayli Express სპეციალისტებზე დაყრდნობით.
კომპანია
The Berry Company-ს ექსპერტების თქმით, ღვიის ექსტრაქტი ტრადიციულად გამოიყენება ართრიტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, აუტოიმუნური დაავადებების, ფილტვების სამკურნალოდ, ასევე ჭრილობებისა და წყლულების შესახორცებლად. თუმცა ბოლო წლებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ღვიის ექსტრაქტს დიაბეტთან და ჰიპერლიპიდემიასთან ბრძოლის პოტენციალიც აქვს.
მეცნიერებმა კვლევა ჩინური ღვიის კენკრაზე ჩაატარეს და დაადგინეს, რომ სპირტზე დაყენებული ექსტრაქტის პირველივე მიღებისას სისხლში გლუკოზის დონე მნიშვნელოვნად მცირდებოდა.
უფრო მეტიც, როგორც სწავლულებმა აღნიშნეს, ღვიის ექსტრაქტის მოქმედება დროთა განმავლობაში კიდევ მეტად ძლიერდებოდა და მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო პრაპარატის „გლიბენკლამიდის“ ეფექტს აჭარბებდა.
მეცნიერებმა ცდა დიაბეტით დაავადებულ მღრღნელებზე ჩაატარეს, რომელთა ერთ ნაწილს ღვიის სპირტოვან ექსტრატს აძლევდნენ, მეორეს კი — წყალზე დაყენებულს.
შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ მღრღნელებს, რომლებიც სპირტზე დაყენებულ ექსტრაქტს იღებდნენ, გლუკოზის დონე ერთი საათის შემდეგ 94%-ით ჰქონდათ დაქვეითებული, სამი საათის შემდეგ — 81%-ით, ხუთი საათის შემდეგ — 66%-ით, შვიდი საათის შემდეგ — 45%-ით, ცხრა საათის შემდეგ — 40%-ით.
რაც შეეხება წყალზე დაყენებულ ღვიის ექსტრაქტს, ის არანაირ შედეგს არ იძლეოდა.
გარდა ამისა, ღვიის კენკრის სპირტიანი ექსტრაქტი აქვეითებდა ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების საერთო დონეს, შესაბამისად, 57% და 37%-ით.
აღნიშნული კვლევის შედეგებს მეცნიერები იმედისმომცემად მიიჩნევენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ღვიის კენკრის დიაბეტის მკურნალობასთან დაკავშირებული კვლევების უმეტესობა ჯერ მხოლოდ ცხოველებზე ჩატარებული ცდებით შემოიფარგლება. ამიტომ ადამიანებზე კლინიკური კვლევების ჩატარება მათ აუცილებლად მიაჩნიათ.