პუტინი: რუსეთი მხოლოდ მისი ინტერესების შესაბამის პოლიტიკას გაატარებს

© POOL / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2022
გამოწერა
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. რუსეთი მსოფლიო არენაზე გაატარებს მხოლოდ იმ პოლიტიკას, რომელიც მის ფუნდამენტურ ინტერესებს შეესაბამება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში.

„რუსეთი არის ძლიერი, დამოუკიდებელი მსოფლიო ზესახელმწიფო. ჩვენ მტკიცენი ვართ საერთაშორისო ასპარეზზე მხოლოდ იმ პოლიტიკის გატარებაში, რომელიც სამშობლოს ფუნდამენტურ ინტერესებს პასუხობს“, — განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, საკუთარი ნებით ცხოვრებისა და საკუთარი გზის არჩევის მისწრაფება „რუსი ხალხის გენეტიკური კოდის ნაწილი გახდა“.
რუსეთის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ეროვნული დროშა რუსეთის მოქალაქეების ყველა თაობისთვის სამუდამოდ დარჩება წმინდა სიმბოლოდ.
ყველა ახალი ამბავი
0