პუშილინი: უკრაინელი სამხედროების ტრიბუნალი მაინც ჩატარდება

© photo: Sputnik / Sergey Averin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2022
გამოწერა
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ყველა სამხედრო დამნაშავე უნდა დაისაჯოს, განსაკუთრებით კი ბატალიონ „აზოვის“ წევრები, განაცხადა რუსეთის მიერ აღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომ თუ მარიუპოლში უკრაინელი ტყვეების ტრიბუნალი გაიმართება, კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები საერთოდ შეუძლებელი გახდება.

„ზელენსკის სიტყვებს გარკვეული სკეფსისით უნდა მოვეპყროთ. მას ჰქონდა შესაძლებლობა, ეწარმოებინა მოლაპარაკებები მინსკის ფორმატში და სხვა დიპლომატიურ პლატფორმებზე, რათა არ დაეშვა ის, რაც ახლა ხდება, რათა გონს მოგებულიყო და დაემშვიდებინა ნეონაცისტები, როცა ეს ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო“, — განაცხადა პუშილინმა.

მისი თქმით, ტრიბუნალისთვის „სრულიად მზად არის მასალები ბატალიონ „აზოვის“ დანაშაულის 80 ეპიზოდზე, 23 ადამიანი უკვე დაკავებულია“, ამიტომ ზელენსკის განცხადებები დონეცკის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე „გავლენას ვერ მოახდენს“.
დენის პუშილინის ვარაუდით, უკრაინელი სამხედრო ტყვეების პირველი ტრიბუნალი შესაძლოა ზაფხულის ბოლომდე ჩატარდეს მარიუპოლში. მისი თქმით, ბელარუსმა და სირიამ გამოთქვეს სურვილი, გაგზავნონ ტრიბუნალზე თავიანთი წარმომადგენლები.
ყველა ახალი ამბავი
0