მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სკანდალური ტვიტი: რუსი დიპლომატი განმარტებისთვის ავსტრიის საგარეო უწყებაში დაიბარეს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიმიხაილ ულიანოვი
მიხაილ ულიანოვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2022
გამოწერა
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი მიხაილ ულიანოვი ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოცხადდა და თავისი სკანდალური ტვიტის მნიშვნელობა განმარტა, იუწყება „დოიჩე ველე“.
მანამდე მიხაილ ულიანოვმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტვიტზე პასუხად, რომელშიც ის მადლობას იხდიდა იარაღით უკრაინის დახმარებისთვის, საკუთარ აკაუნტზე ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნა ტვიტი: „არავითარი დანდობა უკრაინელ ხალხს!“ მოგვიანებით ჩანაწერი წაიშალა, თუმცა ამასთან დაკავშირებით ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ულიანოვი უწყებაში მაინც დაიბარა და „წამქეზებლური გამონათქვამის“ განმარტება მოსთხოვა.
როგორც რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, მისი ტვიტი არასწორად გაიგეს. მისი თქმით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარი ეხებოდა მხოლოდ კიევის პოლიტიკას, რომელიც „იარაღის გაუთავებელ დაგროვებასა და დიპლომატიის სრულ უარყოფას“ ითვალისწინებს, და რომ სჯობდა, ტვიტის ბოლოში ძახილის ნიშნის ნაცვლად კითხვის ნიშანი დაესვა.
დიპლომატმა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განუმარტა, რომ უკრაინის პოლიტიკა, მისი აზრით, „ახანგრძლივებს არსებულ მდგომარეობას, შემდგომ ტანჯვას, და არ გამოხატავს ადგილობრივი მოსახლეობისადმი სათანადო თანაგრძნობას, გულმოწყალებასა და ზრუნვას“.

„ეს იყო ჩემი ტვიტისა და შემდგომი კომენტარების არსი. მე კატეგორიულად უარვყავი ჩემი სიტყვების გენოციდისკენ მოწოდებად არასწორი ინტერპრეტაციის ბინძური მცდელობა“, — დაწერა ულიანოვმა Twitter-ზე მას შემდეგ, რაც ავსტრიის საგარეო უწყება დატოვა.

როგორც დიპლომატმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, Twitter-მა მას აცნობა, რომ მის რამდენიმე ტვიტზე საჩივარი მიიღეს, თუმცა მათი ყურადღებით შესწავლის შემდეგ მივიდნენ დასკვნამდე, რომ პუბლიკაციები არ არღვევდა სოციალური ქსელის წესებს უკრაინასთან დაკავშირებით.
ყველა ახალი ამბავი
0