https://sputnik-georgia.com/20220822/kartofili-maqsimalurad-sasargeblo-momzadebis-wesi-269665453.html
მაქსიმალურად სასარგებლო და დიეტური: დასახელდა კარტოფილის მომზადების უნივერსალური მეთოდი
მაქსიმალურად სასარგებლო და დიეტური: დასახელდა კარტოფილის მომზადების უნივერსალური მეთოდი
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. კარტოფილი უნივერსალური და ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომლის მომზადებაც მრავალნაირად შეიძლება, თუმცა არსებობს მეთოდი, რომელიც... 22.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-22T13:13+0400
2022-08-22T13:13+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ჩვენ და ბუნება
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24464/63/244646330_0:39:1920:1119_1920x0_80_0_0_6d776bf634807e67704bf8a1fc708ba9.jpg
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. კარტოფილი უნივერსალური და ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომლის მომზადებაც მრავალნაირად შეიძლება, თუმცა არსებობს მეთოდი, რომელიც მას ყველა თვისებას უნარჩუნებს და ყველაზე მარგებელია ჯანმრთელობისთვის, აცხადებს ჟურნალ Eat This, Not That-ის სამედიცინო ექსპერტი ჯული აპტონი.მისი თქმით, ეს მეთოდი კარტოფილის კანიანად გამოცხობაა, ვინაიდან ამ დროს ბოსტნეული დამატებით კალორიებს არ იძენს, როგორც ეს მისი შეწვისას ხდება.ექსპერტის განმარტებით, კარტოფილის 58 გრამ კანში 4,5 გ უჯრედისი და 332 მილიგრამი კალიუმი (დღიური ნორმა) შედის. გამოდის, რომ საშუალო ზომის ბოლქვში შემავალი უჯრედისის ნახევარი სწორედ მის კანშია თავმოყრილი.ჟურნალ Nutrients-ში გამოქვეყნებული ერთი კვლევის თანახმად, კარტოფილი არა მხოლოდ მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, არამედ საუკეთესოა იმითაც, რომ მის გადამუშავებას იმაზე ნაკლები ენერგია სჭირდება, ვიდრე მაკარონისა და ბრინჯისას. შესაბამისად, ის დაბალანსებული დიეტის შესანიშნავი ელემენტია.თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კანიანად გამომცხვარი კარტოფილის სასარგებლო თვისებები შეიძლება გააბათილოს ისეთმა სოუსმა ან გარნირმა, რომელსაც დაბალი კვებითი ღირებულება აქვს და ძალიან ბევრ კალორიასაც შეიცავს. ამიტომ მათი შერჩევისას ფრთხილად უნდა იყოთ.აპტონის თქმით, კანიანად გამომცხვარ კარტოფილთან ერთად სასურველი არ არის კარაქის, არაჟნის, სოუსებისა და ბეკონის მირთმევა.წყარო: Eat This, Not That
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24464/63/244646330_188:0:1732:1158_1920x0_80_0_0_c6ee22e1263994c3d1b712aab6dba3f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება , ექიმის რჩევები
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. კარტოფილი უნივერსალური და ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომლის მომზადებაც მრავალნაირად შეიძლება, თუმცა არსებობს მეთოდი, რომელიც მას ყველა თვისებას უნარჩუნებს და ყველაზე მარგებელია ჯანმრთელობისთვის, აცხადებს ჟურნალ Eat This, Not That-ის სამედიცინო ექსპერტი ჯული აპტონი.
მისი თქმით, ეს მეთოდი კარტოფილის კანიანად გამოცხობაა, ვინაიდან ამ დროს ბოსტნეული დამატებით კალორიებს არ იძენს, როგორც ეს მისი შეწვისას ხდება.
ექსპერტის განმარტებით, კარტოფილის 58 გრამ კანში 4,5 გ უჯრედისი და 332 მილიგრამი კალიუმი (დღიური ნორმა) შედის. გამოდის, რომ საშუალო ზომის ბოლქვში შემავალი უჯრედისის ნახევარი სწორედ მის კანშია თავმოყრილი.
„კარტოფილი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბოსტნეულია. ის მდიდარია კალიუმით, უჯრედისითა და C ვიტამინით. საშუალო ზომის კარტოფილი შეიცავს დაახლოებით 110 კალორიას, რაც ნიშნავს იმას, რომ ის კარგი ვარიანტია დიეტისთვის“, — ამბობს აპტონი.
ჟურნალ Nutrients-ში გამოქვეყნებული ერთი კვლევის თანახმად, კარტოფილი არა მხოლოდ მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, არამედ საუკეთესოა იმითაც, რომ მის გადამუშავებას იმაზე ნაკლები ენერგია სჭირდება, ვიდრე მაკარონისა და ბრინჯისას. შესაბამისად, ის დაბალანსებული დიეტის შესანიშნავი ელემენტია.
თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კანიანად გამომცხვარი კარტოფილის სასარგებლო თვისებები შეიძლება გააბათილოს ისეთმა სოუსმა ან გარნირმა, რომელსაც დაბალი კვებითი ღირებულება აქვს და ძალიან ბევრ კალორიასაც შეიცავს. ამიტომ მათი შერჩევისას ფრთხილად უნდა იყოთ.
აპტონის თქმით, კანიანად გამომცხვარ კარტოფილთან ერთად სასურველი არ არის კარაქის, არაჟნის, სოუსებისა და ბეკონის მირთმევა.