https://sputnik-georgia.com/20220822/evrobasketi-2022sportis-sasaxlis-mimdebare-teritoriaze-mozraoba-izrudeba-269679572.html
ევრობასკეტი - 2022: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეიზღუდება
ევრობასკეტი - 2022: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
დაწესებული შეზღუდვები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.
2022-08-22T20:18+0400
2022-08-22T20:18+0400
2022-08-22T22:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ტრანსპორტი საქართველოში
ვითარება გზებზე
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23475/91/234759178_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_14fccd255494435b0aeecea5cd3a973a.jpg
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. თბილისში კალათბურთის მატჩებთან დაკავშირებით 24 აგვისტოს 14:00-დან 22:00 საათამდე და 1 სექტემბერს 11:00-დან 00:00 საათამდე უნივერსიტეტის ქუჩაზე, სადაც ახალი სპორტის სასახლე მდებარეობს, გადაადგილების სქემა შეიცვლება და მოძრაობა დაშვებული იქნება მხოლოდ ერთი მიმართულებით. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.საქართველოს კალათბურთის ნაკრები 24 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას ნიდერლანდის წინააღმდეგ 19:00 საათზე გამართავს, ხოლო 1 სექტემბერს ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ბელგიას დაუპირისპირდება.მერიის ცნობით, ანალოგიური შეზღუდვა იმოქმედებს 3 სექტემბრის 11:00-დან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე და 6 სექტემბრის 11:00-დან 7 სექტემბრის 00:00 საათამდე. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ტრანსპორტი მხოლოდ ერთი მიმართულებით იმოძრავებს.სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო თამარაშვილის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდებათ. მძღოლები თამარაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის ქუჩის გამოყენებით.ამასთან, უნივერსიტეტის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება დანელიას ქუჩის მიმართულებით, ხოლო დანელიას ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.როგორც მერიაში განაცხადეს, აღნიშნული შეზღუდვები არ შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს – ის დადგენილი სქემით იმოძრავებს.წყარო - თბილისის მერია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23475/91/234759178_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_b44bd63f13e47dbf6132ccab67e8672e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევრობასკეტი 2022 სპორტის სასახლე უნივერსიტეტის ქუჩა მოძრაობა შეზღუდვა მერია
ევრობასკეტი 2022 სპორტის სასახლე უნივერსიტეტის ქუჩა მოძრაობა შეზღუდვა მერია
ევრობასკეტი - 2022: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეიზღუდება
20:18 22.08.2022 (განახლებულია: 22:29 22.08.2022) დაწესებული შეზღუდვები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. თბილისში კალათბურთის მატჩებთან დაკავშირებით 24 აგვისტოს 14:00-დან 22:00 საათამდე და 1 სექტემბერს 11:00-დან 00:00 საათამდე უნივერსიტეტის ქუჩაზე, სადაც ახალი სპორტის სასახლე მდებარეობს, გადაადგილების სქემა შეიცვლება და მოძრაობა დაშვებული იქნება მხოლოდ ერთი მიმართულებით. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
საქართველოს კალათბურთის ნაკრები 24 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას ნიდერლანდის წინააღმდეგ 19:00 საათზე გამართავს, ხოლო 1 სექტემბერს ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ბელგიას დაუპირისპირდება.
მერიის ცნობით, ანალოგიური შეზღუდვა იმოქმედებს 3 სექტემბრის 11:00-დან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე და 6 სექტემბრის 11:00-დან 7 სექტემბრის 00:00 საათამდე. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ტრანსპორტი მხოლოდ ერთი მიმართულებით იმოძრავებს.
სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო თამარაშვილის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდებათ. მძღოლები თამარაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის ქუჩის გამოყენებით.
ამასთან, უნივერსიტეტის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება დანელიას ქუჩის მიმართულებით, ხოლო დანელიას ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.
როგორც მერიაში განაცხადეს, აღნიშნული შეზღუდვები არ შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს – ის დადგენილი სქემით იმოძრავებს.