ქართველი მეზღვაურებისთვის დასაქმების კიდევ ერთი ბაზარი გაიხსნა

© photo: Sputnik / Stringerბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2022
გამოწერა
ამ დროისათვის ქართველ მეზღვაურებს მსოფლიოს წამყვანი საზღვაო ქვეყნების 71 დროშით მცურავ ფლოტში შეუძლიათ დასაქმდნენ.
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. საქართველოსა და მალაიზიას შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოეწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა განაცხადა, ამ მემორანდუმით ქართველი მეზღვაურებისთვის კიდევ ერთი დასაქმების ბაზარი გაიხსნა.

„დღეს ჩვენს მეზღვაურებს მსოფლიოს წამყვანი საზღვაო ქვეყნების 71 დროშით მცურავ ფლოტში შეუძლიათ დასაქმდნენ“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

სააგენტოს ინფორმაციით, მალაიზიას საკმაოდ მსხვილი სავაჭრო ფლოტი ჰყავს, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. მალაიზიის ფლოტში 343 ტანკერი, 17 მშრალტვირთმზიდი და 352 სამგზავრო გემი ირიცხება, რომელთა საერთო რეგისტრული ტონაჟი ჯამში 5.619.000-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0