Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

კარდაშიანების დედა ანუკი არეშიძის სამოსით გამოჩნდა - ვის უფრო უხდება? - ფოტო

© AP Photo / Evan Agostiniკრის ჯენერი
კრის ჯენერი - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2022
გამოწერა
კრის ჯენერს აცვია პალტო და შარვალი ANOUKI-ს 2022 წლის კოლექციიდან. ფოტოებს სოციალურ ქსელში კომპანია ANOUKI აქვეყნებს, რომლის დამფუძნებელი ცნობილი დიზაინერი ანუკი არეშიძეა.
კრის ჯენერი ხშირად კარდაშიანების იმპერიის ხერხემლად განიხილება. 67 წლის ვარსკვლავი საკუთარი შვილების კარიერას უკვე წლებია ხელმძღვანელობს. ის მონაწილეობდა ოჯახის წარმატებული ბრენდების − Kylie Cosmetics-ის და KKW Beauty-ის მართვაში.
რეალითი შოუს დაწყებამდე კრის ჯენერი ბორტგამცილებლად მუშაობდა, სანამ პირველ მეუღლეს რობერტ კარდაშიანს შეხვდებოდა. მასთან სამი შვილი − კორტნი, კიმი და ქლოი გაუჩნდა. მას შემდეგ კრისი ბრიუს (ამჟამინდელ კეიტლინ) ჯენერზე დაქორწინდა, რომელიც ეროვნული გმირი და ოლიმპიური ჩემპიონი იყო. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ, რეალითი შოუს ყველაზე ახალგაზრდა წევრები − კენდალ და კაილი ჯენერები. გოგონები KUWTK-ში დებიუტის დროს მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ, ამჟამად კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დები არიან.
ყველა ახალი ამბავი
0