https://sputnik-georgia.com/20220821/qsnis-cixis-teritoriaze-lokokinebs-moaseneben-269640330.html
ქსნის ციხის ტერიტორიაზე ლოკოკინებს მოაშენებენ
ქსნის ციხის ტერიტორიაზე ლოკოკინებს მოაშენებენ
Sputnik საქართველო
ლოკოკინების წარმოება ფერმერებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი მიმართულებაა – ერთი ჰექტარიდან მიღებული შემოსავალი რამდენიმე ათეულ ათას ევროს შეადგენს.
2022-08-21T09:30+0400
2022-08-21T09:30+0400
2022-08-21T09:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1b/249081554_0:179:1000:742_1920x0_80_0_0_b7cd748cae5f8699f91b4a39cbd0eb0f.jpg
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ქსნის N10 პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე ლოკოკინების ფერმა მოეწყობა, ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.იანვარში საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია. აღნიშნული რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების და პროდუქტის ხარისხის კონტროლის მიზნით გატარებული ღონისძიებები.სამსახურის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმა1000 კვადრატულ მეტრზე მოეწყობა. საწარმოში დასაქმდებიან მსჯავრდებულები, რომლებიც შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ.ლოკოკინების წარმოება ფერმერებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი მიმართულებაა – ერთი ჰექტარიდან მიღებული შემოსავალი რამდენიმე ათეულ ათას ევროს შეადგენს.პატიმრებს უფლება აქვთ მიღებული ხელფასი თავად დახარჯონ ციხის მაღაზიებში ან გაუგზავნონ ოჯახებს. ხელფასი მათ ბარათზე ერიცხებათ. ადმინისტრაცია ციხის მაღაზიაში განხორციელებულ ხარჯებს მკაცრად აკონტროლებს.პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს 286 პატიმარი იხდის. მათი უმრავლესობა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზეა მსჯავრდებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1b/249081554_11:0:1000:742_1920x0_80_0_0_1c6b17e1a216c8bedaa3ad93d3f4ec8e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქსნის ციხე ტერიტორია ლოკოკინები ფერმა
ქსნის ციხე ტერიტორია ლოკოკინები ფერმა
ქსნის ციხის ტერიტორიაზე ლოკოკინებს მოაშენებენ
ლოკოკინების წარმოება ფერმერებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი მიმართულებაა – ერთი ჰექტარიდან მიღებული შემოსავალი რამდენიმე ათეულ ათას ევროს შეადგენს.
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ქსნის N10 პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე ლოკოკინების ფერმა მოეწყობა, ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
იანვარში საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია. აღნიშნული რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების და პროდუქტის ხარისხის კონტროლის მიზნით გატარებული ღონისძიებები.
სამსახურის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმა1000 კვადრატულ მეტრზე მოეწყობა. საწარმოში დასაქმდებიან მსჯავრდებულები, რომლებიც შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ.
ლოკოკინების წარმოება ფერმერებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი მიმართულებაა – ერთი ჰექტარიდან მიღებული შემოსავალი რამდენიმე ათეულ ათას ევროს შეადგენს.
პატიმრებს უფლება აქვთ მიღებული ხელფასი თავად დახარჯონ ციხის მაღაზიებში ან გაუგზავნონ ოჯახებს. ხელფასი მათ ბარათზე ერიცხებათ. ადმინისტრაცია ციხის მაღაზიაში განხორციელებულ ხარჯებს მკაცრად აკონტროლებს.
პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს 286 პატიმარი იხდის. მათი უმრავლესობა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზეა მსჯავრდებული.