ბორჯომში ტყის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ

© photo: Sputnik / STRINGERმეხანძრეები ბორჯომის ტყეში
მეხანძრეები ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2022
გამოწერა
ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 250-მდე მეხანძრე-მაშველი და სამი ვერტმფრენი.
თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე დღეა ტყის მასივი იწვია, ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით ხანძრის სალიკვიდაციო პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.
ხანძრის რამდენიმე კერა სოფელ ქვაბისხევის ტყეში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე გუშინ გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სამ ჰექტარზე გავრცელდა.
ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 250 მეხანძრე-მაშველი, ასევე მობილიზებულია სამი ვერტმფრენი.
სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული კლდოვანი რელიეფი ართულებს.
ყველა ახალი ამბავი
0