https://sputnik-georgia.com/20220821/borjomsi-mexanzre-masvelta-damatebiti-jgufebi-gaigzavna-269652113.html
ბორჯომში მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ჯგუფები თბილისიდან გაიგზავნა - ვიდეო
ბორჯომში მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ჯგუფები თბილისიდან გაიგზავნა - ვიდეო
Sputnik საქართველო
ბორჯომში, ზოვრეთის ტერიტორიაზე ხანძარი პარასკევს საღამოს გაჩნდა
2022-08-21T18:49+0400
2022-08-21T18:49+0400
2022-08-22T14:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23706/48/237064882_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_399bfd07b455a974e71acb60a44a4c6a.jpg
თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.ხანძრის რამდენიმე კერა სოფელ ქვაბისხევის მიმდებარედ, ტყეში სხვადასხვა ადგილზე გაჩნდა. სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული კლდოვანი რელიეფი ართულებს. კლდოვანი რელიეფის გამო ცეცხლის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება და მეხანძრე-მაშველებს მუშაობა ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით უწევთ.ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ჯგუფები დედაქალაქიდანაც გაიგზავნა.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა დავით სუხიშვილმა განაცხადა, ხანძრის ჩასაქრობად სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი ქარის ჩადგომისთანავე ჩაერთვება.ტერიტორიაზე ცეცხლი პარასკევს საღამოს გაჩნდა. მეხანძრე-მაშველები, ასევე სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში ერთობლივად მუშაობდნენ და შაბათს შუადღისთვის მოხდა ხანძრის ლიკვიდირება, მაგრამ დღის მეორე ნახევარში ძლიერმა ქარმა კვლავ გააჩინა ახალი კერები და ძველი კერები კვლავ გაღვივდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23706/48/237064882_317:0:1957:1230_1920x0_80_0_0_af38ab73e83fbc888183e18a06ba5eed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბორჯომი მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ჯგუფები თბილისი
ბორჯომი მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ჯგუფები თბილისი
ბორჯომში მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ჯგუფები თბილისიდან გაიგზავნა - ვიდეო
18:49 21.08.2022 (განახლებულია: 14:57 22.08.2022) ბორჯომში, ზოვრეთის ტერიტორიაზე ხანძარი პარასკევს საღამოს გაჩნდა
თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ხანძრის რამდენიმე კერა სოფელ ქვაბისხევის მიმდებარედ, ტყეში სხვადასხვა ადგილზე გაჩნდა. სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული კლდოვანი რელიეფი ართულებს. კლდოვანი რელიეფის გამო ცეცხლის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება და მეხანძრე-მაშველებს მუშაობა ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით უწევთ.
ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ჯგუფები დედაქალაქიდანაც გაიგზავნა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა დავით სუხიშვილმა განაცხადა, ხანძრის ჩასაქრობად სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი ქარის ჩადგომისთანავე ჩაერთვება.
„ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომელიც ქარის ჩადგომისთანავე განაახლებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს. ასევე მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა 250-მდე გაზრდილია. ადგილზე გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და ხანძრის ჩასაქრობად ვმუშაობთ“, - განაცხადა სუხიშვილმა.
ტერიტორიაზე ცეცხლი პარასკევს საღამოს გაჩნდა. მეხანძრე-მაშველები, ასევე სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში ერთობლივად მუშაობდნენ და შაბათს შუადღისთვის მოხდა ხანძრის ლიკვიდირება, მაგრამ დღის მეორე ნახევარში ძლიერმა ქარმა კვლავ გააჩინა ახალი კერები და ძველი კერები კვლავ გაღვივდა.